“მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა” – იტურალდე გონსალესის აზრით, “რეალის” ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “რეალმა” საკუთარ მოედანზე 4:2 სძლია “ნაპოლის”. ყოფილი მსაჯი ედუარდო იტურალდე გონსალესი თვლის, რომ პიოტრ ზილენსკისთან უხეშობის გამო მასპინძელთა გუნდის მცველი ანტონიო რიუდიგერი გასაძავებელი იყო.
რიუდიგერმა მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ზილენსკის ბარძაყში ბუცების ქაცვებით ჩაარტყა, მსაჯმა ფრანსუა ლეტეკსემ კი ანტონიოს არც ყვითელი ბარათი უჩვენა და არც წითელი. ამის შემდეგ პოლონელი შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი შევიდა.