მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ მნიშვნელოვან ზრდას განიცდის – მას ახლახან მარავალწლიანი გამოცდილების მქონე საფინანსო ორგანიზაცია „ელთ კომპანი“ შეუერთდა. „ელთი კომპანი“ 2002 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ძირითადად სალომბარდე საქმიანობას ეწევა. აღნიშნული ცვლილება “ელთ კომპანის” მომხმარებლებს საშუალებას მისცემს უფრო მრავალფეროვანი სერვისებით ისარგებლონ. ხსენებული შერწყმით ლიდერ კრედიტის გუნდს 100-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა, რაც ჯამში ლიდერ კრედიტის გუნდში 380 დასაქმებულს აერთიანებს.
„ელთი კომპანის“ შემოერთებამ საშუალება მოგვცა ჩვენი მომსახურება მომხმარებლებისთვის იმ ქალაქებშიც შეგვეთავაზებინა სადაც აქამდე ჩვენი ფილიალები არ იყო წარმოდგენილი. მომხმარებლები ლიდერ კრედიტის მომსახურებით სარგებლობას ახლა უკვე ზუგდიდში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში შეძლებენ. “, – აცხადებს „ლიდერ კრედიტის“ დირექტორი მურმან მირცხულავა.
„ლიდერ კრედიტი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს, როგორებიცაა ავტო სესხი, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი, ოქროს ლომბარდის მომსახურება, კონვერტაცია და ფულადი გზავნილები. „ლიდერ კრედიტი“ სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად მნიშვნელოვნად ზრდის საკუთარ გუნდსა და ერთგული მომხმარებლების რიცხვს.
„ლიდერ კრედიტი“ მუდმივად მუშაობს სერვისების გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე, სწრაფად ფართოვდება ფილიალების მიმართულებითაც. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მივწევდეთ საქართველოს მასშტაბით და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. ამას „ელთი კომპანის“ დახმარებით ახლა უკეთ შევძლებთ, რადგან ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ ადამიანები, რომლებსაც საფინანსო სფეროში დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვთ. გვიხარია, რომ მათთან ერთად სულ მალე კიდევ მრავალ სიახლეს შემოგთავაზებთ “, – ამბობს მურმან მირცხულავა.
