ალეკო ელისაშვილი შესაძლოა “ლელოს” გაერთიანებას შეუერთდეს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, , შესაძლოა, “ლელოს”, “ – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოადანის” ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდეს.
ალეკო ელისაშვილთან ერთად ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა “ლელოს” ლიდერმა მ წარწერით, “ძლიერი საქართველოსთვის”.
პარტია “ლელოში” ოფიციალურად ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ოპოზიციურ ერთობაში ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას, თუმცა აცხადებენ, რომ აქამდე იყო რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები.
ელისაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების ერთობლივად დამარცხების” შესახებ მოლაპარაკებები “აქტიურ ფაზაშია”.
17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პარტია “ლელო”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
მაშინ, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ღონისძიების დროს აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და უახლოეს მომავალში გაერთიანებას “ბევრი საინტერესო ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი” შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”