სასამართლომ აქციაზე ნაცემი ქაცარავა 2 ათასი ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე სამართალდამცავების მიერ ნაცემი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა.
დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში.
ჯარიმის გარდა, სანქციის სახით, მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 2 წლის ვადით.
“როვორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173 მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა.
ჯარიმა 2000 ლარი და 2 წლით იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა.
დასკვნა?
სასამართლო წარმოადგენს ქოცნების ბრმა იარაღს და არ უნდა გვქონდეს ილუზია მის რამე სახით დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
26 იქტომბერს რუსული ოცნება უნდა გავუშვათ მის ორგანულ, მშობლიურ წიაღში, რუსეთში.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, რომელსაც რუსეთს საჩუქრად უმზადებს ქოცმთავრობა.” წერს ქაცარავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ