საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 14.9%-ით გაძვირდა

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 48.1 პროცენტით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6 პროცენტი).
2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.4 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8 პროცენტით.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა ისევ 15 დღიანი პატიმრობით ისჯება

საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელებას დაწყებული საქმეების დასრულების მიზნით – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1620 კონსტიტუციური სარჩელი