ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ

ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ
ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია – ამ პოზიციით გამოდიან ჩვენი ოპონენტები და გადაუვლიან ისინი თავისი ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ხერხებით ყველას, ვინც მათ აზრებს არ იწონებს. გიორგი გველესიანი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, ამ ადამიანებს დავანებოთ თავი, იმიტომ, რომ ვიღაცას ასეთი წარმოდგენა აქვს, ვიღაცას ისეთი პოლიტიკური აზრი აქვს და გამოთქვამენ ამ აზრს და ვიღაცის აზრს ხან ემთხვევა და ხან არ ემთხვევა, ამის გამო შეიძლება ეს გმირი ბიჭები ბულინგის ქარცეცხლში მოვაქციოთ? ხომ არ შეიძლება? ამასაც კადრულობენ, იმიტომ, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი სწორედ ამას მოიცავს, ვინც არ დაეთანხმება მათ ყველა უნდა აბულინგონ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტის შეკითხვას გიორგი გველესიანის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ წარმოებულ ბულინგის კამპანიაზე.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ბულინგის კამპანიით ადგილი აქვს გიორგი გველესიანის ვერბალური მკვლელობის მცდელობას.
„არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც დაიგეგმა სადღაც, არც სხვა ქვეყნებში არ გამოუვიდათ საბედნიეროდ და ღმერთის წყალობით, მათ შორის, სხვას ვერაფერს დააბრალებ მაგალითად ტრამპის გადარჩენას. არ ხდება ის, რაც მათ აქვთ დიდ სურათში დანახული და დაგეგმილი. საქართველოში გაიშიფრა, ეს ხომ შემთხვევითი არ არის, ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ზე მკვლელობასთან დაკავშირებით, ახლა იგეგმებოდა თურმე ს და ჩვენი აფეთქებები და ტერორისტული აქტები ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ. ეს დამთხვევაა? საღლიცინო საკითხია, როგორც ისინი ცდილობენ სოციალურ ქსელში გადაიტანონ ეს თემა? ამისი გაგრძელებაა ვერბალური მკვლელობები და ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა მაგალითად გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა