სარეზერვო ფონდიდან წელს 23.9 მლნ ლარი დაიხარჯა – რომელ ორგანიზაციებს გამოუყო მთავრობამ „შავი დღისთვის“ გადანახული ფული?

მიმდინარე წლის 6 თვეში მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან თითქმის 24 მლნ ლარი გამოყო, რომელთაგან ყველაზე მეტი, 11.6 მლნ ლარი, ფინანსთა სამინისტრომ დახარჯა.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, თუმცა საქართველოს მთავრობას ხშირად საყვედურობენ, რომ ის საბიუჯეტო სახსრებს – მათ შორის, სარეზერვო ფონდების თანხებს – არამიზნობრივად იყენებს.
Idfi-ის უკანასკნელი კვლევების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხების გადახარჯვა გამოწვეულია იმით, რომ მხარჯავი დაწესებულებები სათანადოდ ვერ გეგმავენ საკუთარ ბიუჯეტს, რის გამოც, უხდებათ დაუგეგმავი ხარჯების გაწევა. ეს დაუგეგმავი ხარჯები კი შემდეგ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.
ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ხარჯების გაწევის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ ზღუდავს სარეზერვო ფონდის არაფორსმაჟორული სიტუაციებისათვის გამოყენების შესაძლებლობას.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მნიშვნელოვან წინაპირობას შესაძლებელია წარმოადგენდეს სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები, წელს 90 მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან, მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებთან ერთად, დაფინანსდა რელიგიური გაერთიანებები და მუნიციპალიტეტებს გადაეცათ ტრანსფერები.
„კომერსანტი“ გთავაზობთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომლებსაც წელს სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოეყოთ: