უკრაინაში რუსი გენერალ-მაიორი დაიღუპა

უკრაინაში, 28 ნოემბერს, რუი გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი დაიღუპა. როგორც „მედუზა“ წერს, ამის შესახებ მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელმა, „კრემლმა“ განაცხადა.
გავრცელებულ ინფორმაციაში სასწავლებელი მომხდარის დეტალებს არ ამჟღავნებს. თუმცა, ტელეგრამ-არხ „ვჩკ-ოგპუ“-ს [საბჭოთა სპეცსამსახურების აბრევიატურები] თანახმად, ზავადსკი დაიღუპა ზურგში – აფეთქდა ნაღმზე, საბრძოლო მოქმედებებისგან დაშორებულ ტერიტორიაზე.
არსებული ცნობებით, ზავადსკი რუსეთის მე-14 საჯარისო კორპუსის მეთაურის მოადგილე იყო.
მედია აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 12-ე უმაღლესი რანგის რუსი ოფიცრის დაღუპვის შემთხვევაა.
ოფიციალურ მოსკოვს ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”