პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ახალი ტერმინი „გონივრული საფუძველი”.
„კანონპროექტის თანახმად, სამთავრობო კომისია გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს. გარდა ამისა, წესრიგდება გაეროს სანქციების კომიტეტისადმი ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვასთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ