ისრაელში მომიტინგეებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდეს, -ში არ ჩაფრინდეს

თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში ასობით დემონსტრანტმა აქცია მოაწყო და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს -ში დაგეგმილი ვიზიტი გააპროტესტა, – ინფორმაციას გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრს, არ გაფრინდეს ვაშინგტონში, სანამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევა არ მოხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ გატაცებული მძევლების ნათესავებიც.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩასვლას გეგმავს. ის, ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის