გიორგი გობრონიძე – ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძე ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ში ომის დაწყების შემდეგ რომ საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი, ფაქტია. -ში საპრეზიდენტო ს მარათონმა და პენსილვანიაში პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე თავდასხმამ რომ კიდევ უფრო გაართულა ეს პროცესი, ვხედავთ.
მოდით საუბარი იმით დავიწყოთ, თუ რა ვითარებაა ახლა ევროპაში უკრაინა-ს ომის ფონზე და რისი მომასწავებელი შეიძლება იყოს ის, რაც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ში ხდება?
– უსაფრთხოების კრიზისი და უსაფრთხოების ვაკუუმი, რაც შეიქმნა ევროპაში მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არსად არ წასულა. მესამე წელია ომი უკრაინაში მიმდინარეობს, და ახლა ძნელია იმაზე საუბარი, საბოლოოდ რომელი მხარე დარჩება გამარჯვებული ამ ომში. რასაც ვხედავთ, ისაა, რომ მხარეებმა ვერ მიაღწიეს იმას, რომ ერთი, ან მეორე მხარე აიძულონ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
ამგვარი ვითარება უკავშირდება იმას, რომ მხარეები ახდენენ რესურსების მობილიზაციას. ვხედავთ, რომ დასავლეთს აქვს რესურსების მობილიზაციისა და უკრაინისთვის დახმარების უნარი. მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მიწოდების თვალსაზრისით დასავლეთში არის გარკვეული პრობლემები.
რაც შეეხება რუსულ მხარეს – რუსეთმა აჩვენა საკმაოდ დიდი მედეგობა, მიუხედავად იმისა, თუ რა წინააღმდეგობა შეხვდა მას უკრაინაში. როგორც ჩანს, რუსეთი არც მოელოდა უკრაინასთან ომში დასავლეთის ასეთ ჩართულობას. ბოლო პერიოდში ფრონტის ხაზე არ იყო ცვლილებები, მაგრამ, არ მომხდარა ისეთი ცვლილებები, რაც ომის მსვლელობაში გარდატეხას შეიტანდა.
შედეგად, ჩვენ თვალს ვადევნებთ განგრძობად კონფლიქტს, რადასაც მესამე წელია ომის ნისლი არ გაფანტულა. ამავე ფონზე ჩვენ ვაკვირდებით ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. რუსეთ-უკრაინის ომი როგორადაც არ უნდა დამთავრდეს, მსოფლიო კვლავ უბრუნდება ბიპოლარულ მსოფლიო დღის წესრიგს, სადაც ერთი პოლუსი იქნება აშშ, ხოლო მეორე პოლუსი კი იქნება ჩინეთი. ასეთ ფონზე მნიშვნელოვანი იქნება თუ როგორ წარმართავს აშშ ამ კრიზისს ევროპაში. საინტერესოა აგრეთვე ზოგადად რა მოხდება ამერიკულ პოლიტიკაში.
რუსეთ-უკრაინის ომი როგორადაც არ უნდა დამთავრდეს, მსოფლიო კვლავ უბრუნდება ბიპოლარულ მსოფლიო დღის წესრიგს, სადაც ერთი პოლუსი იქნება აშშ, ხოლო მეორე პოლუსი კი იქნება ჩინეთი. ასეთ ფონზე მნიშვნელოვანი იქნება თუ როგორ წარმართავს აშშ ამ კრიზისს ევროპაში. საინტერესოა აგრეთვე ზოგადად რა მოხდება ამერიკულ პოლიტიკაში
ჩემი სუბიექტური აზრით, აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში გამოჩნდა ის, რომ აშშ-ს ძალიან უჭირს ხარისხიანი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და შეთავაზება როგორც საკუთარი საზოგადოებისთვის, ისე მსოფლიო თანამეგობრობისთვის.
როდესაც გაქვს ორი ალტერნატივა და ერთი არის ბაიდენი, რომლის მიმართ ქმედუნარიანობასთან ჩნდება კითხვები და მეორე არის ტრამპი, რომელიც არის საკმაოდ ოდიოზური ლიდერი. ეს პრობლემები მეტად გასაგები ხდება. ორივე ეს კანდიდატი ბევრად ჩამორჩებიან ბილ კლინტონის პოლიტიკურ ხედვებს. გნებავთ, ჯორჯ ბუშ უფროსს, აღარაფერს ვამბობ რეიგანზე და აშშ-ს სხვა პრეზიდენტებზე, რომლებმაც მსოფლიო პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული კვალი დატოვეს.
ჩვენ ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა და შეიძლება დამყარდეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს აშშ-ს გავლენებს დედამიწის არა ერთ წერტილში.
არა იმიტომ, რომ აშშ-ს ამისთვის არ ეყოფა რესურსი, არამედ იმიტომ რომ აშშ-ს დღეს არ აქვს ის ხედვა და პოლიტიკური დღის წესრიგი რომელიც სჭირდება სუპერსახელმწიფო იმისათვის რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაიტანოს და დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში რომ ის კიდევ არის თავისუფალი სამყაროს ფლაგმანი. ეს არის ის გამოწვევა, რომლის წინაშე აღმოჩნდება ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება აშშ-ში არჩევნები.
აშშ-ს დღეს არ აქვს ის ხედვა და პოლიტიკური დღის წესრიგი რომელიც სჭირდება სუპერსახელმწიფო იმისათვის რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაიტანოს და დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში რომ ის კიდევ არის თავისუფალი სამყაროს ფლაგმანი. ეს არის ის გამოწვევა, რომლის წინაშე აღმოჩნდება ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება აშშ-ში არჩევნები
ეს ის შემთხვევაა, როცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტრამპი იგებს თუ ბაიდენი, ამერიკული გამოწვევა რჩება ამერიკულ გამოწვევად. აქ კარგად ჩანს ისიც, რომ სუპერსახელმწიფოებს და გლობალურ ძალებს გააჩნიათ უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები.
რაც შეეხება ჩინეთს ჩვენ ვაკვირდებით, რომ ჩინური აღმასვლა არის საკმაოდ მეთოდური და დროში საკმაოდ კარგად გაწერილი, და თუნდაც უკრაინაში გაწელილი ყოველი დღე მუშაობს ჩინეთის სასარგებლოდ.
ასეა, რადგან, ჩინეთი ახერხებს რუსეთი უფრო და უფრო მასზე დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩააყენოს. ჩინეთი და რუსეთი დეკლარირებულად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ, მათ შორის პარტნიორობა ასიმეტრიულ ხასიათს ატარებს.
ჩინეთი ახერხებს რუსეთი უფრო და უფრო მასზე დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩააყენოს. ჩინეთი და რუსეთი დეკლარირებულად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ, მათ შორის პარტნიორობა ასიმეტრიულ ხასიათს ატარებს
ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე მრჩება ერთგვარი განცდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ხედვაც ზოგადად არის იმდაგვარი, რომ თუ ჩინეთი ყალიბდება ახალ სუპერძალად, სჯობია ჩინეთის გვერდით აღმოვჩნდეთ, ანუ ჩინურ ბანაკში, გამომდინარე იქიდან, რომ ის იქნება ძლიერი აქტორი, რომელიც უფრო მეტად შეძლებს დაეხმაროს საქართველოს ნაციონალური ინტერესების დაკმაყოფილებაში.
არ გამოვდივარ იმ დაშვებით, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ვთვლი, რომ მათ გარკვეული სახელმწიფოებრივი ხედვებიც აქვთ. შესაძლოა, იყოს ჩინეთზე ასეთი პოლიტიკური გათვლა, მაგრამ, ეს ჩემი აზრით, იმთავითვე შეიძლება იყოს დიდი რისკების შემცველი.
არ გამოვდივარ იმ დაშვებით, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ვთვლი, რომ მათ გარკვეული სახელმწიფოებრივი ხედვებიც აქვთ. შესაძლოა, იყოს ჩინეთზე ასეთი პოლიტიკური გათვლა, მაგრამ, ეს ჩემი აზრით, იმთავითვე შეიძლება იყოს დიდი რისკების შემცველი
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში დაანონსებული ჩინურ-ქართული პარტნიორობა, ქართველებში არის აღქმული ისე, როგორც ჩვენ ვუყურებდით ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას, მაგრამ, მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩინეთი არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანასთან აქვს გაფორმებული სხვადასხვა ფორმით ან პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, ან შეთანხმება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ასეთი შეთანხმებები პეკინს გაფორმებული აქვს დაწყებული კონგოს რესპუბლიკასთან, დამთავრებული გაერთიანებული სამე. შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ ჩვენი დიპლომატია ეიფორიაში შეიძლება აღმოჩნდეს ჩართული.
თუმცა, გასაგებია ისიც, რომ ჩვენი რეგიონი თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩინეთისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რომ მალაკას სრუტის კონტროლი ჩინეთისთვის კვლავ პრობლემურია. მალაკის სრუტეს ინდოეთი აკონტროლებს და იქვე ასევე განთავსებულია ორი ამერიკული სამხედრო ბაზა.
ამ სრუტეში გადის ჩინეთის ექსპორტის დაახლოებით 60%, რომელიც მიემართება დასავლურ ბაზრებზე და შესაბამისად ჩინეთისთვის ის მნიშვნელოვანია. ჩინეთს სურს სატრანსპორტო გზების დივერსიფიცირება და სწორედ ამ დივერსიფიცირების სურვილით იყო განპირობებული თავის დროზე „ერთი სარტყელი ერთი გზის პოლიტიკის“ დაანონსება.
ჩვენი რეგიონი თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩინეთისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რომ მალაკას სრუტის კონტროლი ჩინეთისთვის კვლავ პრობლემურია. მალაკის სრუტეს ინდოეთი აკონტროლებს და იქვე ასევე განთავსებულია ორი ამერიკული სამხედრო ბაზა
ამ ფარგლებში ჩვენ გარკვეული შესაძლებლობები გვიჩნდება, მაგრამ, ისევ და ისევ რომ დავუბრუნდეთ იმ თემას რაზეც თქვენთან წინა ინტერვიუში ვსაუბრობდი, მულტისექტორული დიპლომატიის გატარება საქართველოსთვის არის ძალიან რთული. როგორც ვხედავთ, ჩვენ ამ დიპლომატიის გატარება დავიწყეთ ძალიან დიდი შეცდომებით. პირველი შეცდომა იყოს ის, რომ ჩვენი რიტორიკით, პრაქტიკულად, „დავწვით ხიდები“, ან მნიშვნელოვნად მოვარყიეთ ამ ხიდების საფუძვლები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვეკეთებინა. ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება და ეს არ იყოს სწორი ნაბიჯი.
ამას ემატება კითხვები, საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სტაბილურობა პირდაპირაა დაკავშირებული საგარეო პოლიტიკურ მდგრადობასთან.
მულტისექტორული დიპლომატიის გატარება საქართველოსთვის არის ძალიან რთული. როგორც ვხედავთ, ჩვენ ამ დიპლომატიის გატარება დავიწყეთ ძალიან დიდი შეცდომებით. პირველი შეცდომა იყოს ის, რომ ჩვენი რიტორიკით, პრაქტიკულად, „დავწვით ხიდები“, ან მნიშვნელოვნად მოვარყიეთ ამ ხიდების საფუძვლები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვეკეთებინა. ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება და ეს არ იყოს სწორი ნაბიჯი
თუ იქნება მუდმივად რისკი იმისა, რომ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური დევნა, რეპრესია, შანტაჟი, იქნება გამალებული მცდელობა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის და დიქტატურის დამყარების, ბუნებრივია, ყოველთვის იქნება შიში, რამდენად პროგნოზირებადია ასეთი საერთაშორისო პარტნიორი.
შესაბამისად, ჩვენ ვრისკავთ იმას, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციით, არა მხოლოდ დასავლეთთან გაგვიჭირდება ხარისხიანი პარტნიორობა და კომუნიკაცია, ასევე გაგვიჭირდება ხარისხიანი პარტნიორობა ჩინეთთანაც.
– ჩინეთის თემა იმითაცაა საინტერესო, რომ ნატოს ბოლო სამიტმა ღიად პირველად მიუთითა პეკინს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ შეიძლება, რადგან ის არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ჩადის დანაშაულს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგრამ, ლამის მეორე დღეს ჩინეთმა დაიწყო სამხედრო საზღვაო წვრთნები რუსეთთან ერთად.
ყველაზე უცნაური ისაა, როგორც თავად ამერიკელები ამბობენ, ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების არანაირი გეგმა არ აქვს. ასეა მიუხედავად იმისა, არაპროგნოზირებადი ტრამპი რას ამბობს და რას ამბობს ამ თემაზე მის მიერ ვიცე-პრეზიდენტად დასახელებული პირი.
არადა, საქართველოს ხელისუფლებისაგან გვესმის განცხადებები, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში ომი მალე დასრულდება უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვით. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა, სადაც მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული „უკრაინაში სამართლიანობის აღსადგენად“.
ამის ფონზე იენს იენს სტოლტენბერგი აცხადებს – „ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთთან 10 წლიანი ომისთვის“.
ფაქტია, რომ უკრაინის საკითხზე სამივე მხრივ – ევროპა, ამერიკა, ჩინეთი, საკმაოდ უმძიმესი სურათია. გაუგებარი ისაა, საქართველოს რატომ უნდა უნდოდეს რუსული სცენარით უკრაინის ომის დასრულება?
– დავიწყებ იმით, რომ ტრამპი ომის სწრაფად ვერ დაამთავრებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ჩვენი ხელისუფლების ინტერესი არ არის, რომ ტრამპმა უკრაინაში ომი მალე დაასრულოს.
რეალურად, ჩვენი ხელისუფლების ინტერესშია უკრაინაში ომი გაგრძელდეს. რატომ? იმიტომ რომ უკრაინაში დაწყებულმა ომმა წარმოშვა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ჩინეთი შემოგვეთრია შავ ზღვის აუზში. რა თქმა უნდა, ჩინეთს ჰქონდა ამის ინტერესი, მაგრამ, ამ მიმართულებით, ჩვენც რომ ვიაქტიურეთ, ფაქტია.
რეალურად, ჩვენი ხელისუფლების ინტერესშია უკრაინაში ომი გაგრძელდეს. რატომ? იმიტომ რომ უკრაინაში დაწყებულმა ომმა წარმოშვა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ჩინეთი შემოგვეთრია შავ ზღვის აუზში. რა თქმა უნდა, ჩინეთს ჰქონდა ამის ინტერესი, მაგრამ, ამ მიმართულებით, ჩვენც რომ ვიაქტიურეთ, ფაქტია
მეორე – რაც უფრო მეტ ხანს იქნება დაძაბული ურთიერთობები რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც უფრო მეტად გაიწელება ეს ომი დროში, მით უფრო აქტიურად გადმოვა სავაჭრო გზები სამხრეთით. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ვეღარ აუდის ტვირთებს. პირველად ისტორიაში საქართველოს რკინიგზა გავიდა მოგებაზე.
რაც უფრო მეტი მობილიზაცია გამოცხადდება როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მით მეტი ემიგრანტი წამოვა საქართველოში, რომელიც წამოიღებს კაპიტალს.
ჩვენი ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით კი ამაყობს, მაგრამ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია? მარტივად რომ ვთქვათ, ჩამოვიდა ხალხი და ჩამოიტანეს ფული. რა ჩვენთან რომელიმე მიმართულებით რაიმე წარმოება გაიზარდა? რეალურად, ქარხნები და ფაბრიკები გაიხსნა? ეკონომიკის ახალი დარგები გაჩნდა თუ რა? მეტიც, ინვესტიციები მცირდება.
თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია? მარტივად რომ ვთქვათ, ჩამოვიდა ხალხი და ჩამოიტანეს ფული. რა ჩვენთან რომელიმე მიმართულებით რაიმე წარმოება გაიზარდა? რეალურად, ქარხნები და ფაბრიკები გაიხსნა? ეკონომიკის ახალი დარგები გაჩნდა თუ რა? მეტიც, ინვესტიციები მცირდება
ალბათ, ტრამპი ხელისუფლებისთვის უფრო მისაღები ლიდერია, რადგან მათ აშშ-ს „დემოკრატების ადმინისტრაციასთან“ ურთიერთობები აქვთ გაფუჭებული. ეცდებიან, „რესპუბლიკელების“ ადმინისტრაციას შესთავაზონ ამდაგვარი პარადიგმა – დაანაბეთ თავი ქვეყანაში პოლიტიკურ რეჟიმს, თქვენ აგერ ც გყავთ მოკავშირედ, სადაც დემოკრატიის ნასახიც კი არ არის, მაგრამ თქვენთვის მშვენიერი პარტნიორია. ჩვენც ანალოგიურად შეგვიძლია ვიყოთ თქვენი კარგი პარტნიორები. ასეთი გათვლა აქვს ტრამპზე ხელისუფლებას.
ხალხს რას ეუბნებიან, ეს სულ სხვა თემაა. სინამდვილეში, ამ ომმა საქართველოს მისცა გარკვეული შესაძლებლობები. შესაძლოა, ძალიან არაეთიკურად ჟღერს, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების პოლიტელიტა, ჩვენს ადგილზე რომ იყოს, ასევე იქნებოდა დაინტერესებული უკრაინაში ომის გაგრძელებით.
ტრამპი ხელისუფლებისთვის უფრო მისაღები ლიდერია, რადგან მათ აშშ-ს „დემოკრატების ადმინისტრაციასთან“ ურთიერთობები აქვთ გაფუჭებული. ეცდებიან, „რესპუბლიკელების“ ადმინისტრაციას შესთავაზონ ამდაგვარი პარადიგმა – დაანაბეთ თავი ქვეყანაში პოლიტიკურ რეჟიმს, თქვენ აგერ საუდის არაბეთიც გყავთ მოკავშირედ, სადაც დემოკრატიის ნასახიც კი არ არის, მაგრამ თქვენთვის მშვენიერი პარტნიორია. ჩვენც ანალოგიურად შეგვიძლია ვიყოთ თქვენი კარგი პარტნიორები. ასეთი გათვლა აქვს ტრამპზე ხელისუფლებას
სხვა ფაქტორიც მუშაობს. რაც უფრო დიდი ხანი იქნება რუსეთი ჩართული უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში, მით უფრო არ ცალია მას ჩვენთვის. ჩინეთის კავკასიის რეგიონში შემოთრევა მარტო დასავლეთისთვის არ არის მიუღებელი. ეს მიუღებელია რუსეთისთვისაც. რუსები კარგად აცნობიერებენ თუ რა მოჰყვება იმას, თუ ჩინეთი შეძლებს დასავლურ ბაზრებზე წვდომის გზების დივერსიფიკაციას.
ჩინეთის ინტერესი მარტო მალაკას სრუტე არაა, დასავლეთის უმოკლესი მარშრუტებიცაა. თუ რუსეთმა შუა აზიის რეგიონის ტვირთები შავ ზღვაზე გადმორთო, მათ თავისი დაუმატა, ეს რუსეთისთვის იქნება სერიოზული დარტყმა. ეს ჩინეთს ხელ-ფეხს გაუხსნის სამოქმედოდ.
რაც უფრო დიდი ხანი იქნება რუსეთი ჩართული უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში, მით უფრო არ ცალია მას ჩვენთვის. ჩინეთის კავკასიის რეგიონში შემოთრევა მარტო დასავლეთისთვის არ არის მიუღებელი. ეს მიუღებელია რუსეთისთვისაც. რუსები კარგად აცნობიერებენ თუ რა მოჰყვება იმას, თუ ჩინეთი შეძლებს დასავლურ ბაზრებზე წვდომის გზების დივერსიფიკაციას
ვიტყვი იმასაც, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალია რუსეთსა და ჩინეთს შორის მკვეთრი ცვლილება. შესაძლოა, ეს დეკლარირებულად არ გამოჩნდეს, მაგრამ, ჩინური პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც მას რუსეთთან 3 მილიონი კვადრატული კილომეტრი აქვს სადავო, არსად არ წასულა.
ჩინეთი რუსეთისთვის ყოველთვის იყო ნომერ პირველი გამოწვევა. პრობლემა იმაშია, რომ რუსული პოლიტიკური ელიტა ამას ვერ აცნობიერებდა და დაკავებული იყო დასავლეთთან სრული სასულეებით. პუტინმა, როგორც რუსეთის ლიდერმა, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა უკრაინაში შეიჭრა.
რუსეთს ჰქონდა შანსი დაბრუნებულიყო მსოფლიო დღის წესრიგში და შემდგარიყო მესამე პოლუსად, რომელიც დააბალანსებდა დასავლეთსა და ჩინეთს, მაგრამ, მან ეს არ გააკეთა და პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით გაწირა თავისი სახელმწიფო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჩინეთზე დამოკიდებულ პარტნიორად. მე არ ვიხმარ სიტყვას ვასალს, მაგრამ გარწმუნებთ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები სწორედ ვასალურ იქნება.
რუსეთს ჰქონდა შანსი დაბრუნებულიყო მსოფლიო დღის წესრიგში და შემდგარიყო მესამე პოლუსად, რომელიც დააბალანსებდა დასავლეთსა და ჩინეთს, მაგრამ, მან ეს არ გააკეთა და პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით გაწირა თავისი სახელმწიფო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჩინეთზე დამოკიდებულ პარტნიორად. მე არ ვიხმარ სიტყვას ვასალს, მაგრამ გარწმუნებთ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები წორედ ვასალურ იქნება
– მაგრამ, ახლა ბევრი იმასაც ამბობს – ჩინეთის ეკონომიკა ზურგს რომ არ უმაგრებდეს რუსეთს, რუსეთი კარგა ხნის წინ იტყოდა უარს უკრაინაში ომის გაგრძელებაზე…
– ჩინეთი საბურავებით ეხმარება რუსეთს, აწვდის სამხედრო წარმოების კომპონენტებს, რითაც იბამს რუსულ სამხედრო კომპლექსს, რადგან დასავლეთი რუსეთს არაფერს აწვდის. ომის დაწყების პირველ ეტაპზე რუსეთმა რაც ჩინეთს სთხოვა საბურავები იყო. დაკონსერვებული რუსული ტექნიკა საბურავები მოხსნილი უნდა ინახებოდეს. როგორც აღმოჩნდა, ის საბურავები, რაც მათ ჰქონდათ კი არ იცვლებოდა, უბრალოდ, მათი ყიდვა ფურცელზე ხდებოდა, სინამდვილეში მათ გადაადგილება არ შეეძლოთ.
შესაძლოა, ასეთ ვითარებაში რუსეთი მართლაც დამარცხებულიყო, მაგრამ, ჩინეთს არ სჭირდება რუსეთის სწრაფი მარცხი. და არც არაფრით არ სჭირდება პუტინის ჩანაცვლება. თუ პუტინი იქნება დასავლეთისგან განდევნილი იმ შემთხვევაში მან რომ უკრაინა დაიპყროს, მისთვის ერთადერთი კარი, რომელიც მსოფლიოში ღიად დარჩება, ეს ჩინეთის კარი იქნება. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩინეთი იქნება მოგებული. თუ უკრაინის ომი დიდხანს გაიწელა, ევროპამ და ამერიკამ ამ ომზე და რუსულ საფრთხეზე გააკეთა მთლიანად ფოკუსირება და არა ჩინეთის ექსპანსიაზე, მოგებული ისევ ჩინეთი დარჩება.
თუ უკრაინის ომი დიდხანს გაიწელა, ევროპამ და ამერიკამ ამ ომზე და რუსულ საფრთხეზე გააკეთა მთლიანად ფოკუსირება და არა ჩინეთის ექსპანსიაზე, მოგებული ისევ ჩინეთი დარჩება
ვიმეორებ, რაც უფრო დიდხანს გასტანს უკრაინა-ჩინეთის ომი, ეს ჩინეთს აწყობს, რადგან ის რასაც რუსეთს აწვდის უფასოდ არ აწვდის. რუსეთი ჩინეთისთვის სტაბილური მომხმარებელია, რომელიც ახდენს ჩინეთისაგან დასავლეთის ყურადღების რუსეთზე გადატანას.
ის, რაც ახლა უკრაინა-რუსეთს შორის ხდება ჩინეთისთვის იდეალური სიტუაციაა. ეს ომი 20 წელიც რომ გაგრძელდეს, ან 50 წელი, ეს ჩინეთისთვის იქნება გადასარევი სცენარი.
– ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ ევროპაში პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი დიდად არ შეცვლილა. თუმცა, მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალები რომ ევროპაში გაძლიერდნენ, ფაქტია.
ევროპარლამენტში შეიქმნა მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალების მესამე ფრაქცია. ახლა, მართალია 6 თვით ევროკავშირის თავმჯდომარე ორბანს, რომელსაც ევროკავშირის სტრუქტურებში დიდ ანგარიშს არც უწევდნენ, ახლა ევროპარლამენტში თავისი ფრაქციაც ეყოლება.
გასაგებია, რომ დღეს ეს ძალები ევროპულ პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობენ, მაგრამ მათი ევროპარლამენტში გაჩენა რომ ტენდენციაა, ეგეც ფაქტია.
სხვათა შორის, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, ეს ძალები ევროპაში მეტად გაძლიერდებიან. ევროპელებს კომფორტსა და მშვიდობაში უყვართ ცხოვრება, მაგრამ, ეს რომ ამ ძალების გაძლიერებას იწვევს, ცხადზე უცხადესია.
იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში ტრამპს აირჩევენ, უკრაინის ომის საკითხში როგორ მოიქცევა ევროპა?
– ტრამპის არჩევა უკრაინის საკითხში პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს ევროპის ქცევაზე, მაგრამ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რაც უფრო გაგრძელდება ომი უკრაინაში, ევროპაში გაძლიერდება რადიკალური ტენდენციები როგორც რადიკალი მემარჯვენეების მხრიდან, ისე მემარცხენე რადიკალების მხრიდან. განსაკუთრებით მემარჯვენეებში, რადგან ომის გამო ევროპის ქვეყნები პრობლემებს წააწყდნენ.
მოდით დავიწყოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით. პოლონეთში პროტესტს იწვევს ის, რომ უკრაინელი დევნილები შედიან ევროპაში, მოიხმარენ იმ სიკეთეებს, რომელსაც ევროპის ქვეყნების მთავრობები მათ სთავაზობენ და რის ექსპლუატაციასაც ისინი იწყებენ. ლტოლვილები ხშირად მიუღებელი სოციალური ჯგუფია იმ საზოგადოებისთვის, რასაც ისინი ჩადიან. ასეა იმიტომ, რომ ეს მათთვის სოციალური ტვირთია.
თავი დავანებოთ ევროპას, და გავიხსენოთ ჩვენი თავი 1992-1993 წლებში. მე ვიცი და მახსოვს თუ როგორ უყურებდნენ ლტოლვილებს და ეს მაშინ, რომ ისინი ჩვენი ხალხი და ჩვენი საზოგადოების ნაწილი იყვნენ. როცა დევნილები თბილისში ჩამოვიდნენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი სამარცხვინოდ მოიქცა. იმის ნაცვლად რომ სახლის და გულის კარი გაგვეღო მათთვის, ზემოდან დავუწყეთ ყურება.
როცა ევროპაში დევნილის სტატუსით სხვა ადამიანები ჩადიან, მათ მიმართ მათ სოლიდარობის განცდა არ აქვთ, რადგან თავისიანად არ თვლიან. ამას ემატება ის ეკონომიკური პრეფერენციები, რომლითაც უკრაინელები სარგებლობენ. უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაუბეგრავად და ზედმეტი გადასახადების გარეშე შედის ევროკავშირის ქვეყნებში.
როცა ევროპაში დევნილის სტატუსით სხვა ადამიანები ჩადიან, მათ მიმართ მათ სოლიდარობის განცდა არ აქვთ, რადგან თავისიანად არ თვლიან. ამას ემატება ის ეკონომიკური პრეფერენციები, რომლითაც უკრაინელები სარგებლობენ. უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაუბეგრავად და ზედმეტი გადასახადების გარეშე შედის ევროკავშირის ქვეყნებში
ამან გამოიწვია ის, რომ პოლონელი ფერმერების ნაწარმისთვის ადგილი აღარ დარჩა. მათ მიმართ პროტესტი გაუჩნდათ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს. უკრაინა ეკონომიკური გიგანტია და შეუძლია ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას ევროპულ ბაზარზე ადგილობრივ მწარმოებლებს.
მესამე ნაწილია კიდევ ის, რომ მათი გადასახადები მიემართება უკრაინის სამხედრო სფეროს გასაძლიერებლად მაშინ, როცა უკრაინა საკმაოდ კორუმპირებული ქვეყანაა. აშშ-მ უკრაინას 140 მილიარდი გამოუყო, ეს თანხა საკმარისი უნდა ყოფილიყო უკრაინას წარმატებისთვის მიეღწია. ომამდე უკრაინის სამხედრო ბიუჯეტი საკმაოდ პატარა იყო და ასეთი თანხები მას არასდროს არ ჰქონია.
რუსეთის სამხედრო ბიუჯეტია წლიური სულ 70 მილიარდი და აშშ-მ უკრაინაში ამის ორმაგი თანხა დახარჯა. შედეგი არის ის, რომ ფრონტის ხაზი სტატიკურად გამოიყურება, ხალხი ჯარს წინსვლას ვერ ხედავს. ევროპას მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ისედაც ჰყავდა, მათ კიდევ უკრაინელი დევნილები დაემატნენ. ეს ევროპაში ბევრ კითხვას აჩენს.
ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში კონფლიქტების გამწვავებამდე ევროკავშირი იყო წყნარი სივრცე მსოფლიოში, სადაც იყო კეთილდღეობა, კომფორტი, სოციალური უსაფრთხოების გარანტიები რის გამოც ქართველთა დიდი ნაწილი უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას. მე არ მგონია რომ ქართული საზოგადოების 90% ფრანგი განმანათლებლების იდეებით იყოს გაჟღენთილი. ხალხს ნორმალური ცხოვრება უნდათ და ესაა ის, რის გამოც უნდათ ადამიანებს ევროპა.
ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპაში ნორმალური ცხოვრების გარანტიები გარკვეულ წილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ ფონზე გასაკვირი არაა, როცა ევროპელი ევროპელების ლოზუნგი იყოს – „ევროპა მხოლოდ ევროპელებისთვის.“ ამიტომაა ევროპის რიგ ქვეყნებში მემარჯვენეების და მემარცხენეების გაძლიერებას. საფრანგეთში ლე პენის პარტიამ მესამე ადგილი მიიღო. ხშირად ასეთი მოძრაობები პარლამენტში საერთოდაც არ შედიან, მაგრამ გარედან ანგრევენ პარლამენტს.
ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში კონფლიქტების გამწვავებამდე ევროკავშირი იყო წყნარი სივრცე მსოფლიოში, სადაც იყო კეთილდღეობა, კომფორტი, სოციალური უსაფრთხოების გარანტიები რის გამოც ქართველთა დიდი ნაწილი უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას. მე არ მგონია რომ ქართული საზოგადოების 90% ფრანგი განმანათლებლების იდეებით იყოს გაჟღენთილი. ხალხს ნორმალური ცხოვრება უნდათ და ესაა ის, რის გამოც უნდათ ადამიანებს ევროპა
გარდა ამისა, ევროპამ შექმნა რეგულაციათა მთელი სისტემა, რაც იწვევს ევროპიდან ინტელექტის გადინებას. „ხელოვნური ინტელექტის აქტში“ ევროპა ხედავს რისკებს, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ შეიმუშაოს ჩინეთთან, ისრაელთან, აშშ-სთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან კონკურენციის ხელშემწყობი რეგულაციები, მან მუშაობა აუკრძალა საკუთარ კომპანიებს. თუ ტყვიამფრქვევში ხედავ საფრთხეს, მისი წარმოება არ უნდა აკრძალა, რადგან იგი შენზე მეტი სხვას ექნება.
ვხედავთ, რომ თავად ევროპაც ძალიან გაიჭედა თავის ბიუროკრატიაში და ეს იწვევს თავად ევროპაში ევროსკეპტიკოსთა შორის პროტესტს. ჩვენ ევროკავშირს არ უნდა ვუყუროთ, როგორც აბსოლუტური კეთილდღეობის ზონა და სამოთხე დედამიწაზე. ამ სამოთხეს სერიოზული რყევები მოუტანა ომმა უკრაინაში. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღის შუქზე არ ჩანდა, გამოაჩინა იმ კრიზისმა, რომლის წინაშე აღმოჩნდა ევროკავშირი.
იგივე ევროკავშირიც არ არის ერთიანი. კი უნგრეთი ევროკავშირის არასანდო პარტნიორი, მაგრამ, უნგრეთი არაა ასეთი ერთადერთი ქვეყანა ევროპის შიგნით. ეს გარემოებები ქმნის გარკვეულ პრობლემებს და რისკებს, ევროპა ხვალ შესაძლოა აღარ იყოს ისეთი, როგორსაც ჩვენ ვხედავთ მას დღეს.
უკრაინის კონფლიქტის ბევრ რამეს ცვლის. ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მსოფლიოში მყარდება, ის აუცილებლად შეცვლის ევროპას. უკრაინის ომი და მასში ევროპის ასეთი ჩართულობა ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ევროპის კონტინენტზე ან გაიზრდება ამერიკული გავლენები, ან გაიზრდება ჩინური გავლენები.
უკრაინის კონფლიქტის ბევრ რამეს ცვლის. ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მსოფლიოში მყარდება, ის აუცილებლად შეცვლის ევროპას. უკრაინის ომი და მასში ევროპის ასეთი ჩართულობა ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ევროპის კონტინენტზე ან გაიზრდება ამერიკული გავლენები, ან გაიზრდება ჩინური გავლენები
ჩვენ უკვე ვნახეთ ორბანის ვიზიტი ჩინეთში. ასევე ვნახეთ მისი შეხვედრა პუტინთანაც.
– ბევრი, მათ შორის ევროპელი დამკვირვებელი შენიშნავს, რომ ორბანი ახლა არა პუტინის, ანუ რუსეთის, არამედ ჩინეთის თამაშს თამაშობს…
– ორბანი რუსეთის თამაშს ვერ ითამაშებს, რადგან ახლა რუსეთი არ არის იმ დღეში, რომ თამაშის წესები სხვას უკარნახოს და თავად შექმნას დღის წესრიგი. დიახ, ახლა ორბანი ჩინეთის თამაშს თამაშობს ევროპის კონტინენტზე.
ის პოლიტიკა, რასაც ახლა ორბანი ევროკავშირში ატარებს, ცალსახად არის ჩინეთის პოლიტიკისა და ჩინური დღის წესრიგის გაგრძელება და არა რუსული პოლიტიკის. ახლა თავად რუსეთი იქცევა ჩინური პოლიტიკის გამგრძელებლად. რუსეთმა თავისი პოზიციები სომხეთშიც კი დაკარგა.
ორბანი რუსეთის თამაშს ვერ ითამაშებს, რადგან ახლა რუსეთი არ არის იმ დღეში, რომ თამაშის წესები სხვას უკარნახოს და თავად შექმნას დღის წესრიგი. დიახ, ახლა ორბანი ჩინეთის თამაშს თამაშობს ევროპის კონტინენტზე
– ამ პროცესების ფონზე, როგორც დასავლელი ლიდერები ამბობენ, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის, როგორც მინიმუმ, მიხურულია.
აშშ-მ დროებით შეაჩერა მისი მონაწილეობა საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში. თუმცა, კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს „მეგობარი“.
მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამ თემაზე განაცხადა – „პოლიტიკური დიალოგის შეჩერება არ ვიცი რას ნიშნავს – ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“.
ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს საფრთხეები მცირდება, თუ კიდევ უფრო იზრდება?
– ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლება საზოგადოებასთან არ არის ბოლომდე გულწრფელი.
იმ უაზრობის მოსმენას, რასაც გვასმენინებს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, მე მირჩევნია, ხელისუფლებამ პირდაპირ გვითხრას – იცით რა ხალხო, არ გვინდა ჯერ ევროკავშირში შესვლაზე ლაპარაკი, ცოტა ხანი ამისგან შევიკავოთ თავი. ვცდილობთ, რომ გადავერთოთ მულტისექტორულ დიპლომატიაზე, რადგან აქ ვხედავთ ეროვნული ინტერესების დაცვას. ვის რაში სჭირდება პოპულიზმი, რომ 2030 წელს საქართველო შევა ევროკავშირში? ჩვენ რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გავხსნათ, 2030 წელს ევროკავშირში მაინც ვერ შევალთ და რატომ იტყუებიან?
მეორე – ქვეყანაში საერთოდ არ ყოფილა წესიერი პოლიტიკური დისკუსია რას გვაძლევს ევროკავშირში წევრობა და გვინდა თუ არა? გამოვიდეს ხელისუფლება და გვითხრას – არ გვინდა. ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა და ამის მიღმა იქ აღარ მინდა. საკითხავი ისაა, რა უშლის ხელს ხელისუფლებას ეს რომ თქვას?
მირჩევნია, ხელისუფლებამ პირდაპირ გვითხრას – იცით რა ხალხო, არ გვინდა ჯერ ევროკავშირში შესვლაზე ლაპარაკი, ცოტა ხანი ამისგან შევიკავოთ თავი. ვცდილობთ, რომ გადავერთოთ მულტისექტორულ დიპლომატიაზე, რადგან აქ ვხედავთ ეროვნული ინტერესების დაცვას. ვის რაში სჭირდება პოპულიზმი, რომ 2030 წელს საქართველო შევა ევროკავშირში? ჩვენ რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გავხსნათ, 2030 წელს ევროკავშირში მაინც ვერ შევალთ და რატომ იტყუებიან?
მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს სწორი პოლიტიკაა. ყოველ შემთხვევაში ეს სჯობია იმას, რასაც ხელისუფლება ახლა აკეთებს. ხელისუფლებამ ევროპა გამოიყვანეს ბოროტების სავანედ, და ამის შემდეგ გვეუბნებიან რომ 2030 წელს ევროკავშირის წევრები, ანუ ბოროტების სავანის ნაწილი გავხდებით. ეს ხომ ლოგიკასთან წინააღმდეგობაში მოდის.
მულტისექტორული პოლიტიკის პირობებში რატომ ვლაპარაკობთ დასავლელ პარტნიორებზე, რომლებთანაც წლებია აშენებ მეგობრობას, თანამშრომლობას, იმ ტონალობაში, თითქოს, ახლა ატლანტის ოკეანეში ერთი ავიამზიდი გვყავს გაგზავნილი, სადღაც ამერიკის კონგრესმენებს აკანკალებს ამის გამო, თან ევროპაზე ლაპარაკობ ისე, თითქოს ჩვენი ბალისტიკური რაკეტები ლონდონზე და პარიზზე გვყავს დამიზნებული.
ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, რა რესურსი გვაქვს და რა მასშტაბით შეგვიძლია წავიდეთ კონფრონტაციაზე მათთან.
მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს სწორი პოლიტიკაა. ყოველ შემთხვევაში ეს სჯობია იმას, რასაც ხელისუფლება ახლა აკეთებს. ხელისუფლებამ ევროპა გამოიყვანეს ბოროტების სავანედ, და ამის შემდეგ გვეუბნებიან რომ 2030 წელს ევროკავშირის წევრები, ანუ ბოროტების სავანის ნაწილი გავხდებით. ეს ხომ ლოგიკასთან წინააღმდეგობაში მოდის
და კიდევ – ახლა წარმოიდგინეთ ჩვენი ახალი პარტნიორი ჩინეთი, რომელმაც იცის რომ 30 წელია მეგობრობას და ძმობას ვეფიცებოდით აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს, მათ რა უნდა იფიქრონ ჩვენზე? მათ თვალში ხომ ჩვენ ნდობის დეფიციტი გვექნება. საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი დაიყვანება ნდობამდე.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ქართული დიპლომატია ცდილობს რაღაც დოზით დაალაგოს ურთიერთობები, მაგრამ, მთავარი შეცდომა, რაც დაუშვა ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა, გახლავთ ის, რომ ჩაითვალა, რომ თურმე მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე პოლიტიკოსი არ უნდა იყოს და საშინაო პოლიტიკის დასალაგებლად მენეჯერი გვეყოფა. შედეგად კეთდება პოპულისტური განცხადებები და ამათ ჰქონია დასავლეთში მათ ჩვენი პარტნიორები არ წაიკითხავენ. არადა, უკვე თარჯიმანიც აღარაა საჭირო და ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თარგმნოს.
გონებით ახსნადი არაა ხელისუფლების განცხადებები გლობალურ ომის პარტიაზე, შეთქმულების თეორიებზე მსჯელობა, ქალბატონი ლაშხის ინტერვიუ გამახსენდა და გულწრფელად არ მესმის ასეთ ადამიანს პარლამენტში რა უნდა?
გონებით ახსნადი არაა ხელისუფლების განცხადებები გლობალურ ომის პარტიაზე, შეთქმულების თეორიებზე მსჯელობა, ქალბატონი ლაშხის ინტერვიუ გამახსენდა და გულწრფელად არ მესმის ასეთ ადამიანს პარლამენტში რა უნდა?
– მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და მისი მთავარი დაპირება იყო – მშვიდობა“.
ითქვა, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, საქართველო ახლა უკრაინის მსგავსად ომში იქნებოდა ჩართული. მესმის რომ თქვენ გეღიმებათ, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ამომრჩევლების საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა რომ ასეა…
– რაც შეხება მშვიდობის თემას. რეალურად, ჩვენ ეს პერიოდი შეგვეძლო გამოგვეყენებინა ბევრი კარგი საქმისთვის. რატომ? იმიტომ რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ყველაზე დაბალია საქართველოსთვის ომის რისკი. მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ასეთი დაბალი ალბათო ომის ქვეყანას არ ჰქონია.
ჩვენი ერთადერთი სამხედრო საფრთხე არის ჩრდილოეთში. უკრაინაში ომის გამო ამ საფრთხეს ჩვენთვის არ სცალია. შესაბამისად, „მშვიდობის“ დაპირება მანამდეც შეიძლებოდა ყოფილიყო. მე ძალიან შორს ვარ იმ იდეიდან, რომელიც მშვიდობის „ დაპირებას მოაყოლეს. მხედველობაში მაქვს ის, თითქოს ვიღაცები დასავლეთში გვთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას.
ჩვენი ერთადერთი სამხედრო საფრთხე არის ჩრდილოეთში. უკრაინაში ომის გამო ამ საფრთხეს ჩვენთვის არ სცალია. შესაბამისად, „მშვიდობის“ დაპირება მანამდეც შეიძლებოდა ყოფილიყო. მე ძალიან შორს ვარ იმ იდეიდან, რომელიც მშვიდობის დაპირებას მოაყოლეს. მხედველობაში მაქვს ის, თითქოს ვიღაცები დასავლეთში გვთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას
როცა ხელისუფლება ამას ამტკიცებს, სულ მიჩნდება კითხვა – რა უნდა გვექნა? უკრაინა-რუსეთის ფრონტზე მილიონი ჯარისკაცია მობილიზებული და ჩვენ ჩვენი „ურიცხვი“ 20 ათასიანი ჯარით რა უნდა გაგვეკეთებინა? რუსეთისთვის ჩრდილოეთ რეგიონი უნდა ჩამოგვეჭრა თუ ამ რეგიონის ოკუპირება უნდა მოგვეხდინა, თუ ყირიმში გადაგვესხა საზღვაო დესანტი არარსებული საზღვაო ძალებით, თუ იმ 7 თვითმფრინავით რომელიც გვყავს და რომლიდანაც მხოლოდ 2 დაფრინავს ცა უნდა დაგვებნელებინა მოსკოვის ხაზე?
ჩვენ რატომ უნდა გვთხოვონ რამე დასავლელმა პარტნიორებმა, როცა გვერდით ნატოს წევრი თურქეთი ჰყავთ უზარმაზარი სამხედრო პოტენციალით და მართლაც შეუძლიათ მოსკოვამდე უპრობლემოდ მივიდნენ? ხელისუფლების ეს დაპირება ხომ პოპულიზმია.
ერთადერთი პრობლემა იყო იმაში, რომ დასავლეთი ჩვენ გვთხოვდა დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. ჩვენ ამას ჩინეთი არ გვთხოვს. ჩინეთს შეუძლია გაგვიზიაროს იმის გამოცდილება თუ როგორ შეიძლება დემოკრატიული ტრანსფორმაციის პრევენცია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი