რას ნიშნავს დემოკრატებისთვის, წინასაარჩევნოდ, ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა?

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხსნის. შეერთებულ შტატებში, ამას მოჰყვა აქტიური დისკუსია იმაზე თუ რას ნიშნავს ეს დემოკრატიული პარტიისთვის, წინასაარჩევნოდ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, საკუთარი მხარდაჭერა საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციისთვის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა.
„ვინც არ უნდა იყოს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ის არ იქნება ისეთი ცნობილი, როგორც . თუ ეს იქნება ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი, დემოკრატებმა უნდა აუხსნან ამერიკელ ხალხს ვინ არის ის, რადგან ადამიანთა უმრავლესობას მისთვის თვალი არ უდევნებია. რესპუბლიკურ პარტიას უკვე აქვს დიდი კვლევის ფაილი მის შესახებ და უკვე ცდილობენ ამერიკელი ამომრჩევლისთვის იმის ჩვენებას, რატომ არ უნდა მოეწონოთ ის“, – ამბობს პიტერ ლოუჯი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას.
შეერთებული შტატებისთვის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ნაბიჯი ისტორიულია. ამერიკის პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს, საპრეზიდენტო კანდიდატს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.
„ყველაზე დიდი ანალოგი, ალბათ, პრეზიდენტ ლინდონ ბ. ჯონსონის შემთხვევაა, რომელმაც 1968 წლის არჩევნებამდე… თქვა, რომ მეორე ვადისთვის, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებდა“, – ამბობს გარი შმიტი, ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტიდან. „მაშინ, ჩიკაგოში გამართული ყრილობა, საკმაოდ დამღუპველი იყო დემოკრატებისთვის იმ გაგებით, რომ ბევრი კამათი იყო იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ნომინირებული“, – ამბობს ის.
შეერთებული შტატების ხანგრძლივი საარჩევნო პოლიტიკური ციკლისთვის, კანდიდატის ბოლო მომენტში ჩანაცვლება უჩვეულოა.
„მოგეხსენებათ, -ის პოლიტიკური სისტემა არ ჰგავს მსოფლიოს უმეტეს ნაწილში არსებულ სისტემებს. ჩვენი გაუთავებელი, უსასრულოდ ძვირია და უცებ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვადამდელი არჩევნები დაინიშნა“, – ამბობს ლოუჯი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.
მიმომხილველთა აზრით, დემოკრატებმა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ, რათა მათი კანდიდატის შანსები, ნოემბრის არჩევნებზე, ს წინააღმდეგ მაღალი იყოს. რესპუბლიკელი ოპონენტი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მალევე დაესხა თავს კამალა ჰარისს და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამარჯვება მისთვის უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის დამარცხება იქნებოდა.
„დემოკრატებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ნომინირებული, იქნება ეს მერილენდის გუბერნატორი [ვეს] მური თუ კენტუკის გუბერნატორი [ენდი] ბეშეარი ან ვინც არ უნდა იყოს. ეს ახლა გადამწყვეტი ეტაპია კამპანიის თვალსაზრისით“, – ამბობს ლოუჯი.
დემოკრატიული პარტიის, პროგრესული ცვლილების კამპანიის კომიტეტის თანადამფუძნებელი, ადამ გრინი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ბაიდენ-ჰარისის კამპანიასთან, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარტია ს გარშემო უნდა გაერთიანდეს.
„სწრაფად და ენთუზიაზმით გავერთიანდებით დემოკრატი კანდიდატის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ფორმალური პროცესი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. მე ვიტყვი, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება ჩირაღდნის გადაცემაზე, სამშობლოს სიყვარულით მიღებული გადაწყვეტილებაა. ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს მას გაწეული სამსახურისთვის“, – ამბობს ის.
თუმცა, ამ დროისთვის ღიაა კითხვები იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ფორმალური პროცესი დემოკრატიული პარტიის შიგნით და რამდენად მისაღები იქნება ეს პარტიის ამომრჩევლისთვის.
„[ბაიდენის გადადგომა] დემოკრატიული პარტიისთვის ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შანსი ნოემბერში. კითხვაა, კამალა ჰარისს, რომელიც ლიბერალი დემოკრატია კალიფორნიიდან, ექნება თუ არა საარჩევნო ძალა ისეთ ადგილებში, როგორიცაა მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი, სადაც პრეზიდენტობის შესანარჩუნებლად, დემოკრატებმა უნდა გაიმარჯვონ“, – ამბობს შმიტი. „ბევრი დემოკრატიული გამოკითხვის ჩამტარებელი, ალბათ, ახლა აფასებს არის თუ არა კამალა ჰარისი საუკეთესო არჩევანი“, – ამბობს ის.
შმიტის თქმით, მომავალ კვირაში, დემოკრატიული პარტიის შიგნით საუბარი იქნება იმაზე, აქვს თუ არა ჰარისს შესაძლებლობა, გაიმარჯვოს ტრამპის წინააღდეგ.
„კულისებში, იმის მიხედვით თუ რამხელა უთანხმოება იქნება იმაზე, შეუძლია თუ არა მას გაიმარჯვოს ან თუ იქნება თანხმობა, რომ ვერ გაიმარჯვებს, მაშინ ვიხილავთ ერთგვარ შეფარვით მცდელობას, ზოგიერთი გუბერნატორის ან სხვების მხრიდან, ჩაერთნონ რბოლაში და დაასახელონ თავები კანდიდატებად. ასე რომ, მომდევნო რამდენიმე დღე საკმაოდ კრიტიკულია იმის გასაგებად, გაერთიანდებიან თუ არა დემოკრატები, კვლევების შემოქმედები და დონორები, ჰარისის გარშემო“, – ამბობს ის.
ამ ფონზე, რესპუბლიკელი ოპონენტების ნაწილი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, რომ არა მხოლოდ საარჩევნო ბილეთი, არამედ პრეზიდენტის პოსტი დატოვოს. თუმცა, ბაიდენი და მისი გუნდი აცხადებს, რომ პრეზიდენტი თანამდებობაზე რჩება მისი ვადის ბოლომდე, რომელიც 2025 წლის იანვარში იწურება.