ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ კარიერაში პირველად Challenger-ის ტურნირის ფინალში ითამაშა

საბა ფურცელაძემ Astana Challenger-ზე იასპარეზა. მატჩი დღეს, 21 ივლისს საქართველოს დროით 09:00 საათზე გაიმართა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს შეხვდა და ორსეტიანი ბრძოლა ანგარიშით 4:6, 3:6 დათმო.
ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი, ყაზახი, სლოვაკი სპორტსმენები დაამარცხა. ნახევარფინალში მან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ევგენი კარლოვსკის სძლია. საბა ფურცელაძე ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.
აღსანიშნავია, რომ საბა ფურცელაძემ „ჩელენჯერის“ ტურნირის ფინალში პირველად ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე: როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ