სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 621 972 ლარის ოდენობით.
სემეკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკს მიმართა 1904 მოქალაქემ, რომელთა საჩივრებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
ინფორმაციის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებებით, დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
„სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც: https://bit.ly/3QiBM2O“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”