გაეროს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოა

ისრაელის მხრიდან პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიის ოკუპაცია, რომელიც ათწლეულების მანძილზე გრძელდება, უკანონოა და უნდა დასრულდეს, „რაც შეიძლება სწრაფად“, – დაადგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უზენაესმა სასამართლომ 19 ივლისს.
გაეროს სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) საკონსულტაციო დასკვნაში ნათქვამია, რომ „ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია“ და, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს, რათა დასრულდეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი.
საქმის განხილვა მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ღაზის სექტორში ახლა მიმდინარე ომამდე წარედგინა სასამართლოს.
პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გადაწყვეტილებას „ისტორიული უწოდა“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება ყალბია“, და დასძინა, რომ ხალხი „არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე“.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ წარმოადგენს ვალდებულებას, მაგრამ მას საერთაშორისო სამართალში თავისი წონა აქვს და შეიძლება ისრაელის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან