“არ ჩავერევი პოლიტიკაში, ვიქნები “მორალური” – რა დოკუმენტზე ხელმოწერის დაკანონებს გეგმავს უცხოელებისთვის კრემლი?

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც აიძულებს უცხოელებს ხელი მოაწერონ “ლოიალურობის შეთანხმებას”, რომელიც კრძალავს ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკას, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციას ან “ტრადიციული” ოჯახური ღირებულებების დარღვევას.
კანონპროექტის თანახმად, რუსეთში შესულ უცხოელს აეკრძალება “ჩაერიოს ს საჯარო ხელისუფლების საქმიანობაში, ნებისმიერი ფორმით რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო სახელმწიფო პოლიტიკის, საჯარო ხელისუფლებისა და მათი თანამდებობის პირების დისკრედიტაცია”, – წერს კრემლის მედია Tass.
შეთანხმება ასევე მოიცავს პუნქტებს მორალის, ოჯახის, “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის” და ისტორიის შესახებ. ამასთან, უცხოელებს ეკრძალებათ “ისტორიული სიმართლის დამახინჯება საბჭოთა ხალხის ბედის შესახებ სამშობლოს დაცვაში და მისი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში”.
უცნობია, გავრცელდება თუ არა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ან რა სასჯელი იქნება გათვალისწინებული მისი დარღვევისთვის.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა შემოიღო მთელი რიგი მკაცრი კანონები, რომლებიც კრძალავს სამხედროების დისკრედიტაციას. კანონის საფუძველზე, სასამართლოებმა ოპოზიციის აქტივისტების ნაწილს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ახობაძეზე – ეჭვი, რომელიც არ დასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და ეს არ ნიშნავს, რომ მას ნარკოტიკი ვიღაცამ „ჩაუდო“ – სასამართლოზე იერიში მიჰქონდათ და აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ, თქვან, რომ სასამართლო დამოუკიდებელია

მამუკა მდინარაძე – თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, სიცოცხლით სავსე