ლევან ბეჟაშვილი – ის ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილებიან, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას

ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომამდე განაცხადა.
მისი თქმით, კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა.
„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოგეხსენებათ, იყო წინადადება პარტიისადმი, რომ გაფართოებულიყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ამ მიზნით, ასევე, შემუშავდა ერთიანობის მანიფესტი, სადაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჰქონდა საშუალება შემოსულიყო პარტიაში და გაეგრძელებინა ერთიანი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას. ბუნებრივია კარი ღიაა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა, ამიტომ ეს სია შეიძლება გაიზარდოს. ამ გადაწყვეტილებას დღეს პოლიტსაბჭო მიიღებს. სავარაუდოდ, იქნება მსჯელობა და წინადადებების განხილვა. საბოლოო გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს აფართოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ