„აპლოდისმენტები“ – დუმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას აქებს

„აპლოდისმენტები“ – ს სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი საქართველოს ხელისუფლებას აქებს. მისი თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, თბილისმა სიმამაცე გამოიჩინა და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას.
სლუცკის განცხადებით, საქართველოხ მთავრობა უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით. იგი აღნიშნავს, რომ ასეთი პოლიტიკის წყალობით საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მათ შორის რუსი ტურისტებისგან მიღებული „არც თუ ისე ცუდი შემოსავლის“ წყალობით.
სლუცკიმ ეს განცხადება კომიტეტში ევროკავშირის სანქციების განხილვისას გააკეთა. რუსი დეპუტატები ბრიუსელის მიერ სანქციების 12-ე პაკეტის მზადებაზე ბჭობდნენ.
ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველო არ შეუერთდა ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, სანქციებთან მიერთება დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაო ხანია, აქებენ ოფიციალურ თბილისს სანქციებთან არმიერთებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი