ზელენსკი დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომას დაესწრო

უკრაინის პრეზიდენტმა მ პარასკევს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა. უცხოელი ლიდერებისთვის ეს იშვიათად ხდება. მინისტრთა კაბინეტის სხდომას ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უძღვებოდა და მან ხაზი გაუსვა ლონდონის მხარდაჭერას სთვის.
ბრიტანეთმა, ბლენჰეიმის სასახლეში ევროპელი ლიდერების ფორუმს უმასპინძლა. ბოლო უცხოელი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის კაბინეტის სხდომას დაესწრო, ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყო 1997 წელს.
ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, მისცენ კიევს ს შიგნით იერიშების მიტანის უფლება. ბრიტანეთმა უნდა დაარწმუნოს თავისი პარტნიორები, მოხსნან მათი გამოყენების თაობაზე დაწესებული შეზღუდვები.
“გთხოვთ დაარწმუნოთ სხვა პარტნიორები, რომ მოხსნან შეზღუდვები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ნატოს წევრებს განსხვავებული მიდგომები აქვთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია ს გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი. ზოგი ფიქრობს, რომ კიევს შეუძლია გამოიყენოს ისინი რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დასარტყმელად. შეერთებული შტატები ამ პოზიციას არ იზიარებს და შეზღუდულად აძლევს კიევს უფლებას მისი მიწოდებული იარაღი გამოიყენოს.
სტარმერმა, რომელიც ზელენსკის ცალკე 35 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა, უკრაეინელ ლიდერს უთხრა, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას დააჩქარებს.
„უკრაინა არის და ყოველთვის იქნება ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში და ამიტომ, მხოლოდ მართებული იქნება, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისტორიულად მიმართოს ჩემს კაბინეტს“, – თქვა სტარმერმა შეხვედრის დაწყებამდე განცხადებაში.
ბრიტანეთი 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია და სტარმერმა დაადასტურა ლონდონის ერთგულება კიევის მიმართ ამ თვის დასაწყისში ს მოგების შემდეგ.
მან ხუთშაბათს თქვა, რომ ბრიტანეთი იმუშავებს ახალ გეგმაზე, რათა შეეცადოს ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობებს, აირიდოს საზღვაო სანქციები. ხუთშაბათს ბრიტანეთმა სანქციები გამოაცხადა 11 გემზე, რომლებიც გამოიყენებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა