ირაკლი კობახიძე – სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი – ერთიანი კომისია არ იქნება, შესაბამის უწყებაში შეიქმნება სამუშაო ფორმატები, თუ არის მთავრობის პრეროგატივა – მთავრობასთან, თუ არის პარლამენტის – პარლამენტთან

სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი – შესაბამის უწყებაში შეიქმნება სამუშაო ფორმატები, თუ არის მთავრობის პრეროგატივა – მთავრობასთან, თუ არის პარლამენტის – პარლამენტთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ ევროკავშირის 9 პირობის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, 9 ვალდებულების შესრულების კუთხით, დატვირთვის ძირითადი ნაწილი მთავრობაზე მოდის.
„ერთიანი კომისია არ იქნება, გამომდინარე იქიდან თუ ვისი პრეროგატივაა ამა თუ იმ საკითხის განხილვა, შესაბამის უწყებაში შეიქმნება სამუშაო ფორმატები, თუ არის მთავრობის პრეროგატივა მთავრობასთან, თუ არის პარლამენტის პრეროგატივა, იქნება პარლამენტთან. მაგალითად, სასამართლო საკითხები, პოლიტიკური პარტიების და ა.შ. კანონმდებლობის საკითხები განიხილება პარლამენტში, აქედან გამომდინარე ფორმატებიც შეიქმნება პარლამენტში. გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა. ზოგადად, საკითხების მოცულობა რომ შევადაროთ 12 პრიორიტეტს, დაახლოებით, 10-ჯერ ნაკლები მაინც არის მოცულობით. შესაბამისად, ბევრად უფრო მარტივია სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაც გახდა საჭირო“, – განაცხადა მ.
კითხვაზე – მთავრობასთან შექმნილ ფორმატებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება თუ არა ოპოზიციასაც, კობახიძე პასუხობს, რომ „თუ გარკვეული ფორმატი იქნება, სადაც საჭიროა ინკლუზიურობა, მიიწვევენ“.
კობახიძემ ისაუბრა ასევე ვადებზეც, თუ რა პერიოდში ითვალისწინებს 9 პრიორიტეტის შესრულებას სამოქმედო გეგმა და აღნიშნა, რომ ვადები 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი საკითხი დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოწესრიგდება.
სა და მოლდოვაზე დასაწევი ჩვენ არაფერი გვაქვს, ორივე ქვეყანას მნიშვნელოვნად ვუსწრებთ წინ ყველა თვალსაზრისით. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოწესრიგდება დეკემბრის დასაწყისისთვისაც კი, ან გარკვეული საკითხები დეკემბრის ბოლომდე. არის საკითხები, სადაც ვადები მითითებულია იანვარ-თებერვლამდე და არის საკითხები, რომელზეც 2024 წლის ბოლომდე იქნება საჭირო მუშაობა, ერთ-ერთი არის ს ჩატარება, ეს არის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც სურათი გვეცოდინება წლის ბოლომდე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაც დაიწყება და გაგრძელდება 2024 წლის ბოლომდე. არის პუნქტების მიხედვით გაწერილი ვადები, ზოგჯერ ჩათვლაშია დეკემბერი, ზოგჯერ – იანვარი, სამოქმედო გეგმა მთლიანად 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი”, – განაცხადა კობახიძემ.