აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისი კვლევითი კონფერენცია გახსნა

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გახსნა, რომელიც სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერსციპლინარული ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს -ს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს.
ინფორმაციის თანახმად, პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებიც, რაც დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს მომავალ ახალგაზრდა მეცნიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს