ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს რუსეთის შეკავების შესახებ მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს

ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს რუსეთის შეკავების შესახებ მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ განაცხადა.
„ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს მკაფიო ხედვა სჭირდება იმაზე, თუ როგორ გაფართოვდება ნატო და როგორ შეაკავებს რუსეთს“, – განაცხადა კარინშიმ.
კრიშიანის კარინშიმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ნატო-ში 32 ქვეყანა იქნება, რაც წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციას გაართულებს, ამიტომ ალიანსს კონსენსუსის შემქმნელი სჭირდება, რომელიც ყველასთან იმუშავებს და ყველას ერთი მიმართულებით წაიყვანს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებით არის დაინტერესებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ