უკრაინის დაზვერვის უფროსის ცოლი ვერცხლისწყლითა და დარიშხანათი მოწამლეს – მედია

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, კირილო ბუდანოვის მეუღლე მარიანა მოწამლეს ვერცხლისწყლითა და დარიშხანათი.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მათ უწყებაში არსებულმა წყარომ განუცხადა.
ინფორმაცია მარიანა ბუდანოვას მოწამვლაზე გუშინ გავრცელდა. იგი ოფიციალურად დაადასტურეს მთავარ სადაზვერვო სამმართველოშიც.
მაშინ ცნობილი არ იყო, კონკრეტულად რითი მოწამლეს მარიანა ბუდანოვა.
წყაროების ინფორმაციით, თავად მარიანამ უკვე გაიარა მკურნალობის პირველი ეტაპი და თავს უკეთესად გრძნობს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მის გარდა ბუდანოვის უწყების რამდენიმე სხვა თანამშრომელიც მოწამლეს, რომლებიც ასევე გადიან მკურნალობის კურსს.
„ერ-ბე-კა ს“ ცნობით, თავად ბუდანოვი მოწამლული არაა.
კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ მეუღლე, უსაფრთხოების მიზნით, მასთან ერთად კაბინეტში 24/7-ზე ცხოვრობს. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის მკვლელობა ათზე მეტჯერ სცადეს.