საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 104.0 კილომეტრზე, ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივლისს 09:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არახვეთი, ბედონი, ბენიან ბეგონი, გოგნაური, ზემო ამირნი, ზემო მლეთა, იუხი, მანასეული, ნადიბაანი, ნაღვარევი, როსტიანი, სალაჯური, ფასანაური, ქვემო მლეთა, ქვეშეთი, ჩირიკი, ჩოხელნი, წინკობანი, წკერე, ხარხეთი.
კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი