მარნეულში რელიგიური მრავალფეროვნების მართვის გამოცდილებაზე შეხვედრა გაიმართა

28 ნოემბერს, მარნეულში, „კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრის“ პროექტის – „ქვემო ქართლის რელიგიური ლიდერები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე – „რელიგიური მრავალფეროვნების მართვის საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილება“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის და მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები და მრევლი, სულ 20 წარმომადგენელი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე, დასავლურთან ერთად, განიხილეს საქართველოსა მეზობელი ქვეყნების გამოცდილება.
„შეკრებილთა წინაშე მოხსენებით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით დავითაშვილი.
პროექტი საქართველოში საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა