ირაკლი ზარქუა – სალომე სამადაშვილი და „ჭიჭე“ ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და უნდა გამოფინო, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი

სალომე სამადაშვილი და „ჭიჭე“ ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უნდა გამოფინო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ 9 ვალდებულებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, ოპოზიცია სტატუსის მიღების წინააღმდეგ მუშაობდა, დღეს კი საუბრობს, რომ ის მისი მონაპოვარია.
„ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს კონსულტაცია. როგორც კი დამტკიცდება საბოლოოდ, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს (სამუშაო ჯგუფებში). მოგიწოდებთ თქვენც, ამაზე მონიტორინგი განახორციელეთ. ბრტყელ- ბრტყელ სიტყვებს ამბობდნენ გუშინ. მეცინებოდა, ვაშაძე რომ იდგა და „მონაპოვარიო“… როგორ შეგიძლია თქვა, რაღაც ზღვარი ხომ არის? ყველა (სტატუსის) წინააღმდეგ მუშაობდა. და ეს „ჭიჭე“ ვაშაძე ჩასვა უნდა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უნდა გამოფინო. მათი ტექსტებიც უნდა იყოს ოღონდ, „მორბენალი ტექსტები“, მანამდე რას ჰყვებოდნენ და მას შემდეგ. თავმჯდომარეს გუშინ ვთხოვე კიდეც, დაამატეთ დრო, ილაპარაკონ-მეთქი,“ – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი