ირაკლი კობახიძე – 8 წაგებული არჩევნების შემდეგ აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და მე-11 არჩევნებსაც – „ნაცმოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან: „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“

მძიმე მდგომარეობაა. „ნაცმოძრაობაში“, როგორც იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 2012 წლიდან მოყოლებული, 8 წაგებული ს შემდეგ მე-9, მე-10 და მე-11 არჩევნებსაც წააგებს.
„თქვენ იცით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს, აუცილებლად წააგებენ მე-9 არჩევნებს, მე-10 არჩევნებს და გარანტირებულად, ასევე, მე-11 არჩევნებს. ყოველი არჩევნების წინ, ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს იმედს უცრუებენ. ამით, ალბათ, მისი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს, 8-ჯერ წააგეს არჩევნები. რა თქმა უნდა, მეცხრედაც წააგებენ შემდეგ არჩევნებს.
მძიმე მდგომარეობაა. „ნაცმოძრაობაში“, როგორც იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“. გრძელდება ეს დაპირისპირება. აცხადებენ, რომ მელია აღარ იყო „ნაცმოძრაობის წევრი“, თუმცა მელიამ აუმხედრა 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დასუსტებული და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობაში“.
თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16%-იანი რეიტინგით. შეიძლება ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან? ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16% -ით ვერ დაბრუნდები ხელისუფლებაში, მაგრამ სხვები ხომ არიან?!“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს