რუმინელი ულტრამემარჯვენე დეპუტატი სტრასბურგის პალატიდან გაიყვანეს მას მერე, რაც დებოში მოუწყო ფრანგ დეპუტატ ვალერი აიეს დისკუსიისას, რომელიც მოჰყვა ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლას.
პარლამენტარი, დიანა იოვანოვიჩი შოშოაკე იქნევდა შავი ფერის ნაგვის პარკს, სკანდირებდა სიტყვებს “თქვენ კლავთ რუმინელებს”, პალატიდან გაყვანის მომენტში დეპუტატს სახეზე ძაღლის ალიკაპი ეკეთა.
იოვანოვიჩი-შოშოაკემ რუმინეთის პარლამენტარის მანდატი 2020 წელს მოიპოვა, როგორც ულტრამემარჯვენე ალიანსის, “რუმინეთის გაერთიანების” წევრმა, თუმცა მას შემდეგ ის იქიდან გაძევებულ იქნა და დააარსა საკუთარი, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ჯგუფი, “SOS რუმინეთი”, რომლის რიგებიდანაც გასულ თვეში მოხვდა ევროპის პარლამენტში.
