„ლელო“ და ანა დოლიძე თუ გაერთიანდნენ, წაგვიგია, რაღატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას?” – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა:
„მართალს ამბობთ, „ლელო“ და დოლიძე გაერთიანდნენ? წაგვიგია და რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს, ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს, მაშინ, როცა თავად თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით და მაშინ, კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს რამე ავიწყდება? „ლელო“ „ნაცების“ დანამატია, „ნეონაცები“ არიან. როგორც უნდათ, თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. „ლელომ“ ანაკლიის პროექტი ჩააგდო და მაგათ როგორ უნდა ანდო რამე? რაც შეეხება გახარიას, „ლელო“ და გახარია ერთმანეთს აგინებდნენ, მაგრამ არცერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან რა წერილიც, „შპარგალკაც“ მოვა, გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ, ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? – გაერთიანდებიან. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ ჩვენ და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ“

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?