პეტრე ცისკარიშვილი – ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12-წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს

„ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12 წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი იქნება, რომელიც მთავარ მაგიდასთან იჯდება და რომელიც დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს.
„ერთიანობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12 წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს. ჩვენ, სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმინეთ მათ ლიდერებს და საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, საუბრობდნენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის რაღაც ობიექტზე, რომ დიდი ბიჭები ერთმანეთში დალაგდებიან, გადანაწილდებიან და ჩვენც რაღაც ადგილს ვიპოვით. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი იქნება, რომელიც მთავარ მაგიდასთან იჯდება და დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან