თერჯოლა, ფოთი, მცხეთა, ამბროლაური, ქუთაისი, ზუგდიდი, ხობი, ჭიათურა – რომელი ქალაქების საკრებულოთა ფრაქციები ითხოვენ ხაბეიშვილის გადადგომას

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციის წევრები ს გადადგომას ითხოვენ:
“ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- ს განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია. იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები , რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ , მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს,რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – კახა ბუცხრიკიძე და საკრებულოს ფრაქციის წევრები:
რამინი რობაქიძე
დავითი ცხადაძე
ნატალია ასათიანი
კობა კირკიტაძე
თამუნა ახვლედიანი
მერაბ ბასილაძე
ფრიდონ გვენეტაძე
ს საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და ფრაქციის ოთხმა წევრმა. ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას შეუერთდა მცხეთის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, გადადგომისკენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც მოუწოდებენ. ხაბეიშვილის გადადგომა ასევე მოითხოვეს ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქციებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ