“ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ იციან, ვინ არის სიმონ მაჩაბელი, ნაცნობობით კი არ შეგვირჩევია” – რას ამბობენ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიელთა ფორმებზე და რა ხდება ცნობილი დიზაინერზე?

“ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ იციან, ვინ არის სიმონ მაჩაბელი, ნაცნობობით კი არ შეგვირჩევია” – რას ამბობენ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიელთა ფორმებზე და რა ხდება ცნობილი დიზაინერზე?
სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბა. თა­მა­შე­ბი 26 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 11 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა. 16 ივ­ლისს, ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა ოლიმ­პი­უ­რი ფიცი სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში და­დეს.
პა­რი­ზი 2024-ის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩვე­ნი მედ­რო­შე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და ოლიმ­პი­ა­დე­ბის ათგზის მო­ნა­წი­ლე, 1988 წლის სე­უ­ლის ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნინო სა­ლუქ­ვა­ძე.
წელს, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზია ოფი­ცი­ა­ლუ­რად 28 ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ი­პო­ვა. ფი­ცის და­დე­ბის ცერ­მო­ნი­ის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის ფორ­მებს. რო­გორც გა­ირ­კვა, მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა სი­მონ მა­ჩა­ბელ­მა იზ­რუ­ნა.
Ambebi.ge-მ გა­არ­კვია რო­გორ შე­ირ­ჩა დი­ზა­ი­ნე­რი, მოს­წონთ თუ არა თა­ვად ოლიმ­პი­ე­ლებს ფორ­მა და რას ფიქ­რობს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა­ზე.
პირ­ველ რიგ­ში ვე­ცა­დეთ, ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვე­წე­რა დი­ზა­ი­ნერ სი­მონ მა­ჩა­ბელ­თან. მან ჩვენს ზარს უპა­სუ­ხა, თუმ­ცა მხო­ლოდ მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.
“უნი­ფორ­მა მომ­წონს. ვფიქ­რობ, რომ იმ გა­რე­მოს­თვის, რის­თვი­საც შე­იქ­მნა, შე­სა­ბა­მი­სია“, – გვი­თხრა მან.
სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტე­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ დი­ზა­ი­ნე­რი სპე­ცი­ა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ შე­არ­ჩია.
– გე­მოვ­ნე­ბა ისე­თი სა­კი­თხია, რო­მელ­ზე­დაც მუდ­მი­ვად შე­იძ­ლე­ბა ვი­კა­მა­თოთ. დი­ზა­ი­ნე­რი მე არ შე­მირ­ჩე­ვია. ქალ­ბა­ტო­ნი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ფო­ცხიშ­ვი­ლი და მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძე იყ­ვნენ ჩვე­ნი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გვირ­ჩი­ეს და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს სი­მონ მა­ჩა­ბე­ლის კან­დი­და­ტუ­რა. ასე­თი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნის აზრი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი გახ­და ის პი­როვ­ნე­ბა, დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მელ­მაც შექ­მნა ოლიმ­პი­უ­რი ფორ­მა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო გავა ოლიმ­პი­ა­და­ზე.
ერ­თია ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და მე­ო­რეა, რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა­ში. ფორ­მე­ბი მო­ხა­ტუ­ლია ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო აწე­რია სხვა­დას­ხვა შრიფ­ტით, ჯვა­რია გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ეი­ფელ­თან და პა­რიზს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ფიქ­რია. ეს ის თე­მაა, რო­მელ­შიც ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია სხვა არის და სხვა იმ ხალ­ხის, რო­მელ­საც ჭკუა მო­ე­კი­თხე­ბა…
სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ყვე­ლა­ფერს რომ აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. ქარ­თუ­ლი ფე­რე­ბია, დრო­შის ფე­რე­ბი, ჩვენ ამის იქით ვერ მივ­დი­ვართ, ლურჯსა და მწვა­ნეს ვერ გა­ვუ­რევთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კოს­ტი­უმ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ჩვენ ასე ვუ­ყუ­რებთ. ეს ორ დღე­ში და­ა­ვი­წყდე­ბა ყვე­ლას და გული მწყდე­ბა, რომ მხო­ლოდ ამ სა­კი­თხზე მი­რე­კა­ვენ, რო­გორც მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს.
– ბა­ტო­ნო ელ­გუ­ჯა, რო­დის მი­ეგ­ზავ­რე­ბით პა­რიზ­ში?
– ხვალ მივ­დი­ვართ სამი ადა­მი­ა­ნი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი­დან, ამ პე­რი­ოდს გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ ად­გილ­ზე შე­ვის­წავ­ლოთ ყვე­ლა დე­ტა­ლი. გზა­დაგ­ზა ჩვე­ნი ოლიმ­პი­ე­ლე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან. წელს ათ სა­ხე­ო­ბა­ში 28 სპორსტმე­ნი გვყავს. გარ­და მო­ჭი­და­ვე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გვი­ან იწყე­ბენ, ყვე­ლა იქ­ნე­ბი­ან ად­გილ­ზე და გავ­ლენ გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩვე­ნი ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მე­ბით.
ამის წინა ოლიმ­პი­ა­და­ზეც ჩვე­ნი ფორ­მა ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ცხად­და, არა­და, აქ კრი­ტი­კის ნი­აღ­ვა­რი იყო.
ადა­მი­ა­ნებს უნდა მივ­ცეთ კრი­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში არ უნდა გა­და­ვი­დეს. თუმ­ცა ბევ­რი გულ­წრფე­ლიც არის ალ­ბათ, ვი­ღებთ ამ შე­ნიშ­ვნას, მაგ­რამ რა უნდა ვქნათ, რაც გი­თხა­რით, ეს გზა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი გახ­დე­ბო­და დი­ზა­ი­ნე­რი. ადა­მი­ა­ნი ჰო­ლან­დი­ის სა­მე­ფო თე­ატ­რში მთა­ვა­რი მხატ­ვა­რია, ხან ინ­გლის­ში იწ­ვე­ვენ და ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩა, სა­დაც არ იცი­ან, ვინ არის სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი, ნაც­ნო­ბო­ბით და ახ­ლობ­ლო­ბით კი არ შეგ­ვირ­ჩე­ვია.
– წლე­ვან­დე­ლი ოლიმ­პი­ა­და რი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.
– წელს, ჩვენს გვყავს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ოლიმ­პი­ე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. 2016 წელს 40 სპორ­ტსმე­ნი გვყავ­და და ეს არის მაქ­სი­მუ­მი. ახლა ამ და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლოს­ნო­ბას და­აკ­ლდა ლი­ცენ­ზი­ატ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, აქამ­დე თუ სა­მა­სამ­დე სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და 120-მდე და­იყ­ვა­ნეს. იმ სა­ხე­ო­ბებ­ში, რო­მელ­შიც ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ, შე­იც­ვა­ლა ბევ­რი რამ. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი. მაგ­რამ მთა­ვა­რი მედ­ლე­ბია, რო­მელ­თა მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, არა­ვის არ გა­ახ­სენ­დე­ბა, რამ­დე­ნი სპორ­ტსმე­ნი გვყავს.
ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი გვყავს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, რომ კარგ და მა­ღალ შე­დე­გებს ვე­ლო­დოთ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე.
რა არის ცნო­ბი­ლი სი­მონ მა­ჩა­ბელ­ზე?
სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მრა­ვალ სფე­რო­ში მუ­შა­ობს, იქ­ნე­ბა ეს თე­ატ­რი, ოპე­რა, კინო თუ მოდა. საქ­მი­ა­ნო­ბას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან შე­უდ­გა და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი იყო.
1992 – 1998 – ებში კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნის გან­ხრით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და. 2001 – 2003 წლებ­ში ედინ­ბურ­გის ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ. 2006 – 2008 წლებ­ში კი და­ამ­თავ­რა Central St. Martin’s-ის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნის კო­ლე­ჯი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მან მო­ი­გო და შექ­მნა სა­პა­ტიო გვარ­დი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ფორ­მა, თა­ნამ­შრომ­ლობ­და და თა­ნამ­შრომ­ლობს რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე უცხო­ურ ბრენ­დებ­თან, იყო არა­ერ­თი ფილ­მის, თე­ატ­რა­ლუ­რი და სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლის ფრო­დაქ­შენ დი­ზა­ი­ნე­რი. ხში­რად ეწყო­ბა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბიც.
“ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და კინო, თე­ატ­რი და ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბა. მახ­სოვს, ხატ­ვას­თან ერ­თად თე­ატ­რიც შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ვერც ვიხ­სე­ნებ, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის მოხ­და ეს. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, “კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრეა“, – ჰყვე­ბა ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
მისი თქმით, პრო­ფე­სი­ულ თე­ატრთან მისი ურ­თი­ერ­თო­ბა თე­მურ ჩხე­ი­ძეს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნი­ში­ლის თე­ატ­რში “სე­ი­ლე­მის პრო­ცესს” დგამ­და. „ბოლო კურ­სზე ვი­ყა­ვი, შოთა გლურ­ჯი­ძე იყო დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი, რომ­ლის ასის­ტენ­ტიც ვი­ყა­ვი. შოთა პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­თუმ­ში სხვა სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობ­და და მე დამ­ტო­ვა ამ სპექ­ტაკლზე სა­მუ­შა­ოდ. პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე დიდ რე­ჟი­სორ­თან მოვ­ხვდი. როცა ასის­ტენ­ტი ხარ, თით­ქოს მა­შინ უფრო ბევრ რა­მეს სწავ­ლობ, მთლი­ა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შენ­ზე არ გად­მო­დის და ამავდრო­უ­ლად იცი, რო­გორ უნდა შე­ას­რუ­ლო საქ­მე. ამან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ჩემი პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სპექ­ტაკ­ლი კი იყო დათო საყ­ვა­რე­ლი­ძის სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი “ქორ­წი­ნე­ბა აფი­შით” რუ­სულ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. შემ­დეგ უკვე და­ვით დო­ი­აშ­ვილ­თან “მეფე ლირი”, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სა­დაც დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი ვი­ყა­ვი. დღეს რომ ვფიქ­რობ იმ სპექ­ტაკ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე, მიკ­ვირს რო­გო­რი თავ­ხე­დი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა როცა ხარ, ფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცი და სხვა­ნა­ი­რი თვითრწმე­ნა გაქვს. ამ სპექ­ტაკ­ლებ­მა, გარ­და იმი­სა, რომ მე, რო­გორც მხატ­ვარს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა, ასე­ვე გა­მაც­ნო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი თე­ატ­რი. ისეთ არ­ტის­ტთან, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სია, 18 წლის სცე­ნოგ­რა­ფი რომ მუ­შა­ობს, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­თვის დღეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე მა­შინ“, – იხ­სე­ნებს დი­ზა­ი­ნე­რი.

ასევე დაგაინტერესებთ