ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და წევრებმა გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა 2024 წლის საპარლამენტო სთვის პროფესიული გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს.
ბრიფინგზე ს ყოფილმა თავმჯდომარემ ივანე ბურდულმა განაცხადა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მოამზადონ როგორც დამკვირვებლები, ასევე კომისიის წევრები და სხვა პირები წინასაარჩევნოდ. მისი თქმით, დაწყებული აქვთ მუშაობა რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან.
“ჩვენ, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავს ვალდებულად მივიჩნევთ და ვერთიანდებით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, რათა ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენი მრავალწლიანი პროფესიული საარჩევნო გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ საზოგადოებას. “დაიცავი არჩევნების” მიზანია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს საკონსულტაციო, ექსპერტული და პროფესიული დახმარება. ვთვლით, რომ ჩვენს გამოცდილებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესების ობიექტურ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს თან ახლავს, როგორც ქართული ოცნების მიერ ტრადიციად ქცეულისაარჩევნო რისკები და გამოწვევები: ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენება; ამომრჩეველთა დაშინება მოსყიდვა; მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაცია. ასევე საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიებისგამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო: მასშტაბური ტექნიკური ხარვეზები; თაღლითური სქემები. დღეს, როდესაც ქვეყნის ევროპული კურსი საფრთხეშია, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ აქტიურობა და ერთად დავიცვათ ქართული საზოგადოების არჩევანი”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ლევან თარხნიშვილი, ივანე ბურდული,ზურაბ ხარატიშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, აკაკი ხუსივაძე, აკაკი კობალაძე და დავით გურგენიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ