რუსეთი აპირებს „ლოიალურობის“ დადასტურება მოსთხოვოს ქვეყანაში ჩასულ უცხოელებს

რუსეთში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა „ლოიალურობის“ დადასტურება მოსთხოვონ. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს -ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე დაყრდნობით.
პროექტის თანახმად, ს კანონმდებლობაში გაჩნდება ცნება „ლოიალურობის შეთანხმება“, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ჩასულმა უცხოელებმა კონკრეტული შეზღუდვები უნდა დაიცვან. მათ შორისაა „რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის დისკრედიტაციის“, „ტრადიციული ოჯახური ფასეულობების“ უარყოფის და ფაშიზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის მიერ შეტანილი წვლილის „დამახინჯების“ აკრძალვა.
რუსეთის შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტით, „ლოიალურობის შეთანხმება“ ნიშნავს ერთი მხრივ, რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ნებართვას, რომ უცხოეთის მოქალაქე ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდეს და მეორე მხრივ, რუსეთში ჩასვლის გზით ამ პირის თანხმობას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას დაიცავს ყველა აკრძალვას.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რას გამოიწვევს უცხოელის მიერ „ლოიალურობის შეთანხმების” დარღვევა. „ტასის“ ცნობით, რუსეთის შსს დუმას კანონპროექტს უახლოეს ხანში წარუდგენს.
პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კანონმდებლობაში შეიტანა არაერთი რეპრესიული ცვლილება. მათ შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. ფეიკების კანონი. დღეს რუსეთში „ფეიკად“ ითვლება ომის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებული ცნობები და მათი გავრცელება 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. თუ „ფეიკის“ გავრცელება „მძიმე შედეგებს” გამოიწვევს, სასჯელი 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა.
რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გასამართლებულია ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ