დმიტრო კულება – ჩვენი სტრატეგიული მიზანი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებაა

ჩვენი სტრატეგიული მიზანი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა.
„ჩვენი სტრატეგიული მიზანი, 1991 წლის საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება და მის განხორციელებაში ხელს არაფერი შეგვიშლის“, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებამ ნატოს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შემდგარ -ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ რუსეთთან ტერიტორიული კომპრომისები არ იქნება.
„ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ მთავრობებს იგივე უნდა შესთავაზონ, გადასცენ სხვას თავისი ტერიტორიისა და ხალხის ნაწილი. გააკეთონ ეს და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელია ამაზე საუბარი“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ