აბონენტების და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზარდა – „თელასი“

2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,815 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6.4% (110 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას, – ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
აღნიშნულ მატებას „თელასი“ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდით ხსნის.
„სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3%-ით (22 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 760,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 681,3 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 79,2 ათასი – იურიდიური პირი. 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 995 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (231 კმ-ით) აღემატება 2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 764 კმ).
კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა,“-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები