ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო