ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ვიხილეთ, საქართველოს მთავრობამ სხვა გზა აირჩია – მეთიუ მილერი

ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ვიხილეთ, საქართველოს მთავრობამ სხვა გზა აირჩია – მეთიუ მილერი
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ვიხილეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ურთიერთობა აშშ-თან.
„ვიხილეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონები, რომლებსაც საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს. ისაუბრეთ მათ მიერ მიღებულ კანონებზე, თუ რა გავლენას მოახდენს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე და როგორ შეიძლება, ამან მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, სწორედ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ძირეულად თავისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, ევროპის სხვა ქვეყნებთანაც“, – განაცხადა მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…