დავით ნარმანია – მელიორაციის სექტორში სატარიფო საკითხები ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება

მელიორაციის სექტორში სატარიფო საკითხები ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნარმანიას განმარტებით, გარდა ფერმერებისთვის წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკების შედგენისა, მელიორაციის კომპანიას თავისი სისტემის სრული ინვენტარიზაცია დაევალა.
„რამდენადაც ცნობილია, მარეგულირებელ კომისიას დაემატა მელიორაციის რეგულირების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დაგვემტკიცებინა საირიგაციო წყლის მიწოდების და მოხმარების წესები. მელიორაციის კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ წესების აღსრულება დავიწყეთ. მომზადდა ტიპური ხელშეკრულების ფორმები ფერმერებსა და მელიორაციის კომპანიას შორის. ასევე, სპეციალური სარეგისტრაციო ფორმები, რომლებიც დამტკიცებულია. ჩვენ მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, მელიორაციის კომპანიას თავისი სისტემის სრული ინვენტარიზაცია დაევალა. ამასთან, დაევალა მოახდინოს საირიგაციო წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკების გამოქვეყნება, რათა ფერმერებმა, დაინტერესებულმა პირებმა, იცოდნენ თუ რა რეჟიმით მოხდება მათ ტერიტორიებზე წყლის მიწოდება. წესები უკვე დამტკიცებულია, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, გეგმა-გრაფიკები გამოქვეყნებულია.
რაც შეეხება სატარიფო საკითხებს, ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები