„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსმენელებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ მელქაძე და ს რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, პიიტერ პალსი მიესალმნენ, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ მელქაძემ ესტონურ მხარეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კურსის მიმართ გაზრდილი ინტერესისა და მასში განხილული თემების აქტუალურობიდან გამომდინარე, „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ წელს მეორედ ტარდება, რომელშიც სამთავრობო უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სემინარის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში უსაფრთხოების გამოწვევებსა და მზარდ საფრთხეებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.