ვინ არის კახეთში მოკლული კაცი და მკვლელობაში ბრალდებული – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოკლული მამაკაცი, 35 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს, 36 წლის იაშარ ჯაფაროვს, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ყოფილ ცოლს, მისი ქმარი კი, მოკლა.
როგორ განვითარდა კონფლიქტი, ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, წუხელ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს