ტრამპის კამპანიის მხარდასაჭერად ილონ მასკი ყოველთვიურად $45 მილიონის დახარჯვას გეგმავს | WSJ

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ს საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერი კომიტეტისთვის ყოველთვიურად 45 მილიონი დოლარის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მასკი თანხებს პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს, America PAC-ს გადაურიცხავს, რომლის სხვა დონორები არიან Palantir Technologies, მეწარმე ტყუპი ძმები ტაილერი და კამერონ ვინკლევოსები, -ის ყოფილი ელჩი კანადაში კელი კრაფტი და მისი მეუღლე ჯო კრაფტი, რომელიც ხელმძღვანელობს Alliance Resource Partners-ს.
კომიტეტის ერთ-ერთი წევრის თქმით, მისი საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ტრამპის ამომრჩევლების წახალისებას, დარეგისტრირდნენ და დაარწმუნოს ისინი ადრე ხმის მიცემაში ეგრეთ წოდებულ საკვანძო შტატებში – ანუ ისეთ შტატებში, სადაც კენჭისყრამ შეიძლება განსაზღვროს არჩევნების შედეგი.
შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დონორებს, რომლებიც ფულს დებენ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში. ასეთი კომიტეტებისთვის შემოწირულობების ოდენობა შეზღუდული არაა.
ორშაბათს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სამთვიან პერიოდში რომელიც 30 ივნისს დამთავრდა America PAC-მა მიიღო $8.75 მილიონი შემოწირულობა. დონორებს შორის არიან მასკთან ასოცირებული პირებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში