ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპზე თავდასხმაზე – გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს

გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, იდეოლოგიური დაპირისპირების ეგზისტენციალურ მიუღებლობაში გადაყვანა, ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, -ის “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმით, ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო შესრულებული თუ სხვა ორგანიზატორები, მონაწილეები და წამქეზებლები ჰყავდა, ამაზე კონკრეტული პასუხი გამოძიების შემდეგ შეიძლება მივიღოთ.
“ფაქტია, პოლარიზაცია, დაპირისპირება და ის მიუღებელი რიტორიკა, რაც ომსა და მშვიდობას შორის არსებობს, რაც იდეოლოგიურ და პოლიტიკურ განსხვავებებშია, რა თქმა უნდა, ასეთი გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან გლობალური ომის პარტიასაც ვუწოდებთ, მძიმე და სამწუხარო ინციდენტების ალბათობას ბადებს. ამის მოწმე დროის მოკლე პერიოდში ევროპის კონტინენტზე გავხდით, როდესაც ს პრემიერი სასიკვდილოდ გაწირეს და ახლა – აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში.
სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. რა თქმა უნდა, ეს არის არსებული პოლარიზაციის და დაპირისპირების შეფასება. ჯო ბაიდენმაც გამოსვლაში აღნიშნა, გასაყოფი არაფერი უნდა გვქონდესო. პოლარიზაციის ხარისხის შემცირება და იდეოლოგიური დაპირისპირების ეგზისტენციალურ მიუღებლობაში გადაყვანა, რისი მოწმეებიც საქართველოშიც ვართ, სწორედ ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ