ევროკომისრები უნგრეთში მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრებიან — მედია

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკომისრები უნგრეთში დაგეგმილ მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრებიან.
POLTITICO-ს ცნობით, ევროკომისიამ თავის კომისრებს სთხოვა, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრონ.
როგორც გამოცემა წერს, ევროკომისია აპირებს, კომისრების ნაცვლად შეხვედრებზე საჯარო მოხელეები გაუშვას და ამით ბუდაპეშტს მესიჯი გაუგზავნოს, რომ მის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის აგდებული გამოყენება მიუღებელია. უთხრა, ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს.
„უნგრეთის პრეზიდენტობის დასაწყისში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კომისია იქნება წარმოდგენილი უფროსი საჯარო მოხელეების დონეზე მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე,“ – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა.
პირველ ივლისს უნგრეთი, როტაციის წესით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით გახდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში თავის მიზნად სამშვიდობო მისიას ისახავს. ამ მიზეზით ის, 2012 წლის შემდეგ პირველად, 2 ივლისს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდა, შემდეგ კი მოსკოვში ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სა და მოსკოვის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შემდეგ კი -ში ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა.
ორბანის ვიზიტს ევროკავშირის ლიდერების კრიტიკა მოჰყვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შალრ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობა უნგრეთს არ აძლევს მანდატს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ევროკავშირის სახელით ჩაერთოს.
საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა განუცხადა ევროკავშირის ელჩებს, რომ ეს არღვევს ევროკავშირის ხელშეკრულებებს და ევროკავშირის ლიდერები უკმაყოფილო არიან უნგრეთის „თავხედური“ პრეზიდენტობის გამო.
როგორც POLITICO წერს, საპასუხოდ აგვისტოში ბუდაპეშტში მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრებზე მინისტრების ნაცვლადაც უფრო დაბალი რანგის საჯარო მოხელეებს გაგზავნიან.

ასევე დაგაინტერესებთ