შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნით, თბილისში, მიხეილ გახოკიძის N16-ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე შსს-ს ახალი ადმინისტრაციული შენობას აშენებს. ტენდერი პარლამენტის აპარატმა 15 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.
შსს-ს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების ბიუჯეტი 6 659 804 ლარია.
შსს-ს მოთხოვნით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან შესრულებული უნდა ჰქონდეს როგორც შენობის სამშენებლო, ასევე, შენობის სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობით.
ამას გარდა, უშუალოდ ერთ-ერთ ობიექტზე შესრულებული უნდა ჰქონდეს როგორც შენობის სამშენებლო, ასევე, შენობის სარემონტო სამუშაოები, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 კალენდარული დღეში უნდა დასრულდეს.
შესრულებულ სამუშაოებზე, გამოყენებულ მასალებზე, დანადგარებზე და აგრეგატებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე 25 წლის, გენერატორზე 4 (წლის, ხოლო სახურავების ვარგისიანობაზე 7 წლის განმავლობაში.
პროექტის დაფინანსების წყარო 2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტია.