რუსულმა ძალებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები, მათ შორის 7 წლის გოგონა

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის რაიონზე 22 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის გოგონა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სუმის რაიონში სულ 106 აფეთქება დაფიქსირდა. დაბომბვები ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ყურაშვილი: რეალურად, საწვავის დეფიციტი იმდენად მძიმე არაა, როგორც ამას რუსები აღიქვამენ, მაგრამ რახან მოლოდინი ბევრად უარესის აქვთ, ხელოვნურად იზრდება მოთხოვნა და ისედაც მძიმე სიტუაციას უფრო ამძიმებს