სენატორ მარკო რუბიოს აცნობეს, რომ ის დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Fox News-ის ცნობით, მარკო რუბიოს გარდა, ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არც ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი, დაგ ბურგუმი იქნება არჩეული.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს რამდენიმე საათში დაასახელებს.
