ჩემპიონთა ლიგა. V ტური: პლეი-ოფის კიდევ ოთხი მონაწილე გაირკვა – მბაპემ პსჟ მარცხისგან 90+8-ე წუთზე იხსნა

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური ჩატარდა და პლეი-ოფის“ კიდევ ოთხი მონაწილე გაირკვა – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „დორტმუნდი“ და „ლაციო“. “მანჩესტერ სიტის” და “ლაიფციგს” უკვე მოპოვებული ჰქონდათ შემდეგი ეტაპის საგზური.
E ჯგუფში „ატლეტიკომ“ „ფეიენოორდს“ (3:1), „ლაციომ“ კი „სელტიკს“ სძლია (2:0) – „ატლეტიკო“ და „ლაციო“ გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. „ფეიენოორდი“ ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
F ჯგუფში „დორტმუნდმა“ გასვლაზე 3:1 მოუგო „მილანს“ და პლეი-ოფის საგზურს დაეუფლა. პსჟ-მა მბაპეს მიერ 90+8-ე წუთზე გატანილი პენალტით სახლში ფრეს (1:1) მიაღწია „ნიუკასლთან“. „დორტმუნდს“ 10 ქულა აქვს, პსჟ-ს 7, „ნიუკასლსა“
და „მილანს“ – 5-5.
G ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ 0:2-დან შემოუტრიალა თამაში „ლაიფციგს“ (3:2) და პირველი ადგილი გაინაღდა. გერმანული კლუბი შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გავიდა.
H ჯგუფში „ბარსელონამ“ სახლში 2:1 სძლია „პორტუს“ და ორწლიანი პაუზის შემდეგ პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. 9-9 ქულა „პორტუს“ და „შახტარს“ აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე პორტუგალიური გუნდია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად „შახტარს“ 14 დეკემბერს „დრაგაოზე“ გამარჯვება სჭირდება.
ფეიენოორდი – ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 გერდტრუიდა (14, საკ. კარში), 0:2 ერმოსო (57), 1:2 ვიფერი (77), 1:3 ხიმენესი (81)
ლაციო – სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 იმობილე (82), 2:0 იმობილე (85)
პსჟ – ნიუკასლი 1:1
გოლები: 0:1 ისაკი (24), 1:1 მბაპე (90+8, პენ)
მილანი – დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 როისი (10, პენ), 1:1 ჩუკვუეზე (37), 1:2 ბაინო-გიტენსი (59), 1:3 ადეიმი (69)
გამოუყენებელი პენალტი: ჟირუ (6, მილანი)
მანჩესტერ სიტი – ლაიფციგი 3:2
გოლები: 0:1 ოპენდა (13), 0:2 ოპენდა (33), 1:2 ჰოლანი (84), 2:2 ფოდენი (70), 3:2 ალვარესი (87)
იანგ ბოიზი – ცრვენა ზვეზდა 2:0
გოლები: 1:0 ნედელკოვიჩი (8, საკ. კარში), 2:0 ბლუმი (29)
შახტარი – ანტვერპენი 1:0
გოლი: მატვიენკო (12)
გაძევება: მუია (90+7, ანტვერპენი)
ბარსელონა – პორტუ 2:1
გოლები: 0:1 ა. პეპე (30), 1:1 კანსელუ (32), 2:1ფელიქსი (57)