,, ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, :
,,მეგობრებო, რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის შესახებ.
საჯაროდვე მინდა დავაფიქსირო, რომ არც ერთი ეს განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას. ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს.
მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ კონტექსტში ჩემი სახელის გამოყენებისგან, რადგან ეს არც რეალობასთანაა ახლოს და აღრმავებს ისედაც უმძიმეს დაძაბულობას, ასევე დამაზიანებელია პირადად ჩემთვის.
იმედია, მეტად აღარ მომიწევს ამ საკითხზე ჩემი პოზიციის გამოხატვა.”

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება