ქართული ფრთებით – “შახტარმა” მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „შახტარმა“ „ანტვერპენი“ 1:0 დაამარცხა და როგორც მინიმუმ გაზაფხულზე ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
დონეცკური გუნდის განაპირა მცველებმა ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად და რაც მთავარია კარგად ითამაშეს.
„მეშახტეები“ აზაროვის მოპოვებული საჯარიმოდან თავურით მატვიენკომ დააწინაურა. ბელგიურმა გუნდმა კონტრიერიშებით უპასუხა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე რიზნიკი. შემდეგ კარგი შანსი სუდაკოვმა ვერ გამოიყენა, რომელმაც ოდნავ ააცილა ბურთი კარს.
მეორე ტაიმში „ანტვერპენი“ გააქტიურდა, სწრაფი შეტევისას ბურთი ხარიხას ჯერ აზაროვმა გაარტყა, მერე კი სტეპანენკომ. ბელგიელებმა წნეხი გააძლიერეს,
დონბასელებმა კონტრიერიშზე ორი შანსი ვერ გამოიყენეს, ბოლოს რიზნიკმა გადაარჩინა თავისი გუნდი და შეხვედრაც დასრულდა.
„შახტარი“ H ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად 14 დეკემბერს, ბოლო ტურში გასვლაზე „პორტუს“ დამარცხება სჭირდება.
შახტარი – ანტვერპენი 1:0
გოლი: მატვიენკო (12)
გაძევება: მუია (90+7, ანტვერპენი)
ბიჭებიიგას თამაშობენ და სანიოლი კვირკველიას და კაშიას აყენებ აქეთ კაკაბაძეს! კვირკველია 6.3 არ ცდება მისი შეფასება და მაინც იძახებს ! კაშია. სლოვანის ძირითადში ვერ ხვდება !( მარტო მაშინ ათამაშებენ ეტყობა ვასს მაყუთს უმაზავს ნაკრების თამაში რომ არის). ეჰ სად ვართ… ხიზაან გვიშველე ხიზაან!!